თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №104 |
|
2015 წლის 15 იანვარი ქ. თეთრიწყარო |
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ
2. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) გამგებელს;
დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტო სურათი;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს გამგებლის შეხედულებისამებრ.
4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ა) მან ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს.
გ) პირადი განცხადებით.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.
|
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება.
+
დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულება დანართი N1-ის შესაბამისად.
+
დამტკიცდეს ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად.
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს N9/5 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების დაწესებისა და მისი მინიჭების შესახებ (www.matsne.gov.ge, 110803018, 09/08/2011. სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016052 ).
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი 1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე
+
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის დადგენილება №262 - ვებგვერდი, 03.07.2019წ.
+
წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ამ დებულების შესაბამისად.
+
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
2, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
+
გ) მერს;
ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს.
ბ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ფოტოსურათი.
+
1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს მერს.
2. მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება ნებისმიერ დროს, მერის შეხედულებისამებრ.
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
+
1. პირს შესაძლოა ჩამოერთვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ:
ბ) მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს;
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის დადგენილება №262 - ვებგვერდი, 03.07.2019წ.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში, დატანილია წარწერა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ------- წლის ----- --------------------- N ბრძანებით მიენიჭა ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი
(ხელმოწერა)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.01.2015. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.35.157.016208.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №104, 15.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.157.016208 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2688009/