საინკასო დავალების გაცემის უფლება აქვს შემდეგ პირებს (შემდგომში „საინკასო დავალების გამცემი“):
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში „ეროვნული ბანკი“), „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – „აღსრულების ეროვნული ბიურო“), „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე;
გ) კერძო აღმასრულებელს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში „შემოსავლების სამსახური“), საგადასახადო კოდექსის საფუძველზე