ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.01.2015 ძალადაკარგული 27.03.2019
ნომერი
№67
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2015 წლის 23 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების  შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესი დანართის შესაბამისად.

/დანართი დადგენილებას თან ერთვის/

 

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
+



დანართი

 

 

ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების

წ ე ს ი

 


+
მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების საკითხებს.

+
მუხლი 2. მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის ანაზღაურება ხორციელდება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით C=A+BXJ, რომლის მიხედვითაც:

 

1. C არის მწვრთნელის სრული ხელფასი თვეში;
2. A – საბაზისო ხელფასი;
3. B – ერთი კვირეული საათის ღირებულება;
4. J – მწვრთნელის მიერ კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა.

+
მუხლი 3. ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით.

+
მუხლი 4. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 17 ლარის ოდენობით.

+
მუხლი 5. მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობას განსაზღვრავს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაცია.

+
მუხლი 6. თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა აღემატება 36 საათს, ხელფასის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნება რიცხვი 36. ხოლო, თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა 6 საათზე ნაკლებია, ხელფასის გაანგარიშებისას საბაზისო ხელფასი არ გაანგარიშდება.

+
მუხლი 7. ააიპ-ის ადმინისტრაციისა და ტექნიკურ თანამშრომელთა ხელფასი, რომლებიც პარალელურად ეწევიან სამწვრთნელო-სააღმზრდელო საქმიანობას, გაანგარიშდება საბაზისო ხელფასის გარეშე.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“, №67, 23.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016277 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2693436-1/