ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარით განისაზღვროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიეცემა განსაზღვრული თანხა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის წარმოდგენილი ანაგარიშის საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის ბოლომდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 09.02.2018წ.
+
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2015 წლის 22 იანვარი
ს. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №26 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, თანდართული ფორმით (დანართი №1).
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი
+
დანართი №1
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარით ყოველთვიურად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიეცემა განსაზღვრული თანხა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის წარმოდგენილი ანაგარიშის საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის ბოლომდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №4, 22.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.150.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2694218-1/