|
|
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
|
|
2015 წლის 26 იანვარი
ქ. ხაშური
|
|
ხაშური საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურების წესი (დანართი №1).
+
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | ვაჟა შუბითიძე |
|
+
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფა
+
მუხლი 1
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების (სასპორტო სკოლის დირექტორის ბრძანებით წარმომადგენელად ინიშნება სასპორტო სკოლის სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც პასუხისმგებელია შეჯიბრებებზე მივლენილი პირების ტრანსპორტირებაზე, კვებაზე და ღამისთევაზე) სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვების თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
+
მუხლი 2
საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა.
2.1. დაფინანსება ხორციელდება ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.
+
მუხლი 3
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
+
მუხლი 4
რეგიონულ და რესპუბლიკურ სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) სპორტსმენზე – 12 ლარი;
ბ) მწვრთნელზე – 12 ლარი;
გ) წარმომადგენელზე– 12 ლარი.
+
მუხლი 5
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებისათვის საჭირო თანხის გადარიცხვა მოხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ანგარიშზე, სკოლის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
+
მუხლი 6
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლას წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
+
მუხლი 7
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.