თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში, რომლის წევრიცაა, მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები არასაპატიო მიზეზით 2/3-ზე ნაკლებია საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობის არა უმეტეს 75%-ისა.
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2015 წლის 30 იანვარი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ თრჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №21 დადგენილება (ვებგვერდი – სსმ, 17/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016106).
+
მუხლი 3
დადგენილება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბუსკივაძე
+
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება 676.5 ლარით.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 07.10.2015წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 17.01.2022წ.
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში, რომლის წევრიცაა, მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები არასაპატიო მიზეზით 2/3-ზე ნაკლებია საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება ამ წესით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობის არა უმეტეს 75%-ისა.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №7, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.126.016141 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2705564-2/