საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. აბიტურიენტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, აბიტურიენტს შეუძლია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებამინიჭებული პირი, შეარჩიოს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.
4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტი ვალდებულია, მოიპოვოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულოა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისათვის. TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდის ჩაბარების ვადები, მინიმალური ქულა და სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
5. ამ დადგენილებით განსაზღვრული მიზნებისათვის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უფლება აქვს დაადგინოს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცენიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“, №19, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.018403 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706343-1/