თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი;
დ) ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენის, II კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, III კატეგორიის საავტომობილო გზის, II კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო II კატეგორიის ნავთობსადენის და გაზსადენის, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზის, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, II კატეგორიის რკინიგზის, II კატეგორიის საავტომობილო გზის, I კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან განთავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1 -ის შესაბამისად.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,5 ლარი;
ბ) სამ და მეტ სულიან ოჯახებზე თვეში 1,5 ლარი;
გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც პერსონალურად, ინდივიდუალურად მოიხმარენ სანაგვე ურნებს საკუთარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენებისათვის, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 25(ოცდახუთი) ლარი;
დ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საერთო დანიშნულების სანაგვე ურნებით, თვეში მათ სარგებლობაში არსებული ფართის ყოველ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარი;
ე) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15(თხუთმეტი) ლარი.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის მოქმედება (ფიზიკური პირების (მოსახლეობის) მიერ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ნაწილში) შეჩერდეს 2018 წლის 1 თებერვლამდე 2017 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 4 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.04.2016წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 17.05.2017წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი;
ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
2. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №3-ის შესაბამისად.
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი:
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;
ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 თეთრი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს,სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
ა) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №13 დადგენილება, (210.020.010.35.126.004.478, 2007 წელი, 3 აპრილი);
ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თერჯოლის მუნიციპლაიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
ბ) მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მოსახლეობისათვის – მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიახადოს წინასწარ.
7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
10. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა(მოსახლეობისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.
4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში.
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
2. მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისგან.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობა, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და
დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

2. მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციით შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.

ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა ნაკლები ოდენობა, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისიწნებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2015 წლის 2 თებერვალი ქ. თერჯოლათერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი;
დ) ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენის, II კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, III კატეგორიის საავტომობილო გზის, II კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო II კატეგორიის ნავთობსადენის და გაზსადენის, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზის, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, II კატეგორიის რკინიგზის, II კატეგორიის საავტომობილო გზის, I კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან განთავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1 -ის შესაბამისად.
+
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის მოქმედება (ფიზიკური პირების (მოსახლეობის) მიერ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ნაწილში) შეჩერდეს 2018 წლის 1 თებერვლამდე. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 4 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.04.2016წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 17.05.2017წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.+
1. ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;
1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი;
ზ) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.
ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
2. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №3-ის შესაბამისად.
+
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი: ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი: ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი; ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი; ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი; გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა: გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი; გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი; გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლოფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი; დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი; დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას. 4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.+
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის, შემდეგი ოდენობით:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 თეთრი; ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 თეთრი; გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი. 2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს,სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
+
ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბუსკივაძე
+
დანართი №1+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.+
მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
+
მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი🔗
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული გრძივი მეტრის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.+
მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი🔗
1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად. 2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თერჯოლის მუნიციპლაიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.+
მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი🔗
ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბ) მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.+
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
დანართი №2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია აწესრიგებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დეწესებულებები, რომლებიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი🔗
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მოსახლეობისათვის – მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 3. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური. 6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიახადოს წინასწარ. 7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში. 8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 10. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ეკლესია-მონასტრები; ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) I და II ჯგუფის ინვალიდები; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა); ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).+
მუხლი 4. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი🔗
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.+
მუხლი 5. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის🔗
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.+
მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის🔗
იურიდიული პირისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები🔗
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის უნაღდო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) სულთა რაოდენობა(მოსახლეობისათვის); დ) გადასახდელი თანხა; ე) გადახდევინების ვადა; ვ) გადახდევინების ადგილი; 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე. 4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ. 5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში.+
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
დანართი №3 თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებულ მოსაკრებლის გადახდის წესსა და ვადებს.
2. ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.+
მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტებია) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
+
მუხლი 4. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი🔗
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია, შემოსავლების სამსახურში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით. 3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები; ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს. 6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. 7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე. 8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.+
მუხლი 5. პასუხისმგებლობა🔗
ინსტრუქციის დარღვევისათვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
მუხლი 6. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
დანართი №4 თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.+
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.+
მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 2. მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. 3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისგან.+
მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება🔗
1. დაჩქარებული მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით. 3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.+
მუხლი 5. ვადის გამოთვლა🔗
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა. 4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია. 2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.+
მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე; ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე. 3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე. 4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობა, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე. 5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება. 6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. 7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან. 8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.+
დანართი №5თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.+
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.+
მუხლი 3. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 2. მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.+
მუხლი 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება🔗
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია: ა) ერთჯერადი შემოწმება; ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში; გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში. 3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით. 5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.+
მუხლი 5. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა🔗
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ. 2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. 3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად. 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე: ა) დამკვეთის მოთხოვნით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს; გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას. 5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.+
მუხლი 6. ვადის გამოთვლა🔗
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციით შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი. 2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.+
მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის; 2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა ნაკლები ოდენობა, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე. 4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისიწნებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე. 5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით. 6. ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება. 7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. 8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;
ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
დ) ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენის, II კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, III კატეგორიის საავტომობილო გზის, II კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო II კატეგორიის ნავთობსადენის და გაზსადენის, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზის, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, II კატეგორიის რკინიგზის, II კატეგორიის საავტომობილო გზის, I კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან განთავისუფლდეს:
გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან გათავისუფლდეს:
ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1 -ის შესაბამისად.
გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
+
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია , დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,5 ლარი;
ბ) სამ და მეტ სულიან ოჯახებზე თვეში 1,5 ლარი;
გ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც პერსონალურად, ინდივიდუალურად მოიხმარენ სანაგვე ურნებს საკუთარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენებისათვის, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 25(ოცდახუთი) ლარი;
დ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საერთო დანიშნულების სანაგვე ურნებით, თვეში მათ სარგებლობაში არსებული ფართის ყოველ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარი;
ე) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 15(თხუთმეტი) ლარი.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის მოქმედება (ფიზიკური პირების (მოსახლეობის) მიერ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ნაწილში) შეჩერდეს 2018 წლის 1 თებერვლამდე. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 4 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.04.2016წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 17.05.2017წ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.+
მუხლი 3🔗
1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ზ) კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 3000 ლარი.
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი;
ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
2. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №3-ის შესაბამისად.
+
მუხლი 4🔗
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:
ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი:
ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;
ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;
ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი;
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:
გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი;
გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;
გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი;
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო
ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი;
დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი;
დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.
+
მუხლი 5🔗
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის, შემდეგი ოდენობით:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის, შემდეგი ოდენობით:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 თეთრი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 თეთრი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს,სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №5-ის შესაბამისად.
+
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს
ა) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №13 დადგენილება, (210.020.010.35.126.004.478, 2007 წელი, 3 აპრილი);
ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).
+
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბუსკივაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესოფიო ბუსკივაძე
დანართი №1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადამხდელი
+
მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;
დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.
მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი🔗
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 6.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
+
მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი🔗
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული გრძივი მეტრის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.+
მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი🔗
1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თერჯოლის მუნიციპლაიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი🔗
+
მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი🔗
ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ბ) მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
+
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
დანართი №2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია აწესრიგებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დეწესებულებები, რომლებიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი🔗
+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი🔗
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მოსახლეობისათვის – მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიახადოს წინასწარ.
7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
10. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
მუხლი 4. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი🔗
+
მუხლი 4. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი🔗
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
მუხლი 5. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის🔗
+
მუხლი 5. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის🔗
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის🔗
+
მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის🔗
იურიდიული პირისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები🔗
+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები🔗
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრის უნაღდო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) სულთა რაოდენობა(მოსახლეობისათვის);
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდევინების ვადა;
ვ) გადახდევინების ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.
4. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
+
მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
დანართი №3
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინსტრუქცია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებულ მოსაკრებლის გადახდის წესსა და ვადებს.
2. ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი🔗
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები🔗
+
მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტებისათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
დ) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 4. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი🔗
+
მუხლი 4. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი🔗
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია, შემოსავლების სამსახურში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 5. პასუხისმგებლობა🔗
+
მუხლი 5. პასუხისმგებლობა🔗
ინსტრუქციის დარღვევისათვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
+
მუხლი 6. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
დანართი №4
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
+
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
+
მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
2. მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისგან.
მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება🔗
+
მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება🔗
1. დაჩქარებული მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
მუხლი 5. ვადის გამოთვლა🔗
+
მუხლი 5. ვადის გამოთვლა🔗
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
+
მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობა, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და
დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
+
დანართი №5
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
+
მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება🔗
მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
+
მუხლი 3. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
2. მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
მუხლი 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება🔗
+
მუხლი 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება🔗
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა🔗
+
მუხლი 5. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა🔗
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
მუხლი 6. ვადის გამოთვლა🔗
+
მუხლი 6. ვადის გამოთვლა🔗
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციით შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები🔗
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.
მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
+
მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება🔗
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის;
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა ნაკლები ოდენობა, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისიწნებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
6. ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, №10, 02.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.126.016144 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2708805-6/