საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №175 |
|
2015 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
|
1
+
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანდართული დებულება.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N6 ბრძანება.3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 9 თებერვლიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 26.12.2016წ.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N6 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 9 თებერვლიდან.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი
+
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.2.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.3.
ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.4.
ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.5.
ცენტრის ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის ემბლემა გამოიყენება ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის შესასვლელის აბრაზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.6.
ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას 6.1.
ცენტრის საქმიანობის სფეროა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და პირველ რიგში, მისი გარემოს კომპონენტის აქტუალიზაცია, როგორც შესაბამის განათლებასთან, ასევე სრულფასოვან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით. თავის საქმიანობაში, ცენტრი ეყრდნობა ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის პრინციპებს.2.
ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია:ა)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;ბ)
გარემოს დაცვის ფუნქციის მქონე უწყებებისა და დაწესებულებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;გ)
კომპეტენციის ფარგლებში ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” პრინციპების დანერგვა;დ)
გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა;ე)
ეკო-მარკირების სისტემებისა და ეკო-სტანდარტების დანერგვა და ოპერირება;ვ)
გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა;ზ)
დამაბინძურებელ ნივთიერებებათა ემისიისა და მათი გავრცელების რეესტრის შექმნის ხელშეწყობა;თ)
სამინისტროს მოთხოვნით, ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;ი)
ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;კ)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ინტერნეტ-საინფორმაციო ქსელი, მედია საშუალებები და სხვა) გზით;ლ)
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და ინფორმირებულობის ხელშეწყობა;მ)
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პრინციპის ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის” ხელშეწყობა (მათ შორის, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, სემინარების ორგანიზების, პროფესიული კურსების შემუშავების გზით);ნ)
საგრანტო პროგრამების ორგანიზება;ო)
კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში მონაწილეობა;პ)
კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსათვის წარდგენა;ჟ)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრის ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის ემბლემა გამოიყენება ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის შესასვლელის აბრაზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას 6.
+
მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. ცენტრის საქმიანობის სფეროა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და პირველ რიგში, მისი გარემოს კომპონენტის აქტუალიზაცია, როგორც შესაბამის განათლებასთან, ასევე სრულფასოვან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით. თავის საქმიანობაში, ცენტრი ეყრდნობა ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის პრინციპებს.
2. ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;
ბ) გარემოს დაცვის ფუნქციის მქონე უწყებებისა და დაწესებულებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” პრინციპების დანერგვა;
დ) გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) ეკო-მარკირების სისტემებისა და ეკო-სტანდარტების დანერგვა და ოპერირება;
ვ) გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა;
ზ) დამაბინძურებელ ნივთიერებებათა ემისიისა და მათი გავრცელების რეესტრის შექმნის ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს მოთხოვნით, ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ინტერნეტ-საინფორმაციო ქსელი, მედია საშუალებები და სხვა) გზით;
ლ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და ინფორმირებულობის ხელშეწყობა;
ლ1) გარემოსდაცვით სფეროში საჯარო განხილვების ხელშეწყობა;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პრინციპის ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის” ხელშეწყობა (მათ შორის, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, სემინარების ორგანიზების, პროფესიული კურსების შემუშავების გზით);
მ1) გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიცირების უზრუნველყოფა;
მ2) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლების ხელშეწყობა;
ნ) საგრანტო პროგრამების ორგანიზება;
ო) (ამოღებულია - 26.12.2016, № 45);
პ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსათვის წარდგენა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 26.12.2016წ.
+
მუხლი 3. ცენტრის ქონება
+
მუხლი 4. ცენტრის დაფინანსება
ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ე) გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
ა)
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;ბ)
სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;გ)
ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;დ)
მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი;ე)
გრანტები;ვ)
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.1.
ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.2.
ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.1.
ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.2.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.3.
ცენტრი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.1.
ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) პირველი მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.2.
ცენტრის დირექტორი:ა)
წარმოადგენს ცენტრს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;ბ)
იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;გ)
პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;დ)
მინისტრს წარუდგენს და უთანხმებს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;ე)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;ვ)
სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;ზ)
განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;თ)
კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;ი)
კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;კ)
შეიმუშავებს ცენტრის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;ლ)
კონტროლს უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;მ)
წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს;ნ)
ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;ო)
განკარგავს ცენტრის შემოსავლებს;პ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.3.
ცენტრის დირექტორს შეუძლია ერთ ან რამოდენიმე უფლების დელეგირება ცენტრის სხვა თანამშრომელზე.+
მუხლი 5. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
+
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. ცენტრი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
+
მუხლი 7. ცენტრის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს და უთანხმებს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ზ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს, განსაზღვრავს დანამატის ოდენობას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ1 ” პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
კ) შეიმუშავებს ცენტრის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ლ) კონტროლს უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
მ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს;
ნ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ო) განკარგავს ცენტრის შემოსავლებს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
21. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
3. ცენტრის დირექტორს შეუძლია ერთ ან რამოდენიმე უფლების დელეგირება ცენტრის სხვა თანამშრომელზე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის ბრძანება № 181 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის ბრძანება № 199 - ვებგვერდი, 30.04.2015წ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 26.12.2016წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №2-159 - ვებგვერდი, 16.03.2018წ.
+
მუხლი 8. ცენტრის სტრუქტურა
ა) განათლების პროექტების სამსახური;
ბ) (ამოღებულია - 26.12.2016, № 45);
გ) გარემოს საინფორმაციო სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური.
ა)
განათლების პროექტების სამსახური;ბ)
ინოვაციური პროექტების სამსახური;გ)
გარემოს საინფორმაციო სამსახური;დ)
ადმინისტრაციული სამსახური.1.
განათლების პროექტების სამსახური:ა)
განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს;ბ)
კომპეტენცის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას;გ)
ორგანიზებას უწევს სემინარების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას;დ)
ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას;ე)
ხელს უწყობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას;ვ)
თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;ზ)
მონაწილეობს კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში;თ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.2.
ინოვაციური პროექტების სამსახური:ა)
კოორდინაციას უწევს ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” ხელშემწყობ პროექტებს;ბ)
კოორდინაციას უწევს ეკო-მარკირების სისტემებისა და ეკო-სტანდარტების დანერგვის პროექტებს;გ)
უზრუნველყოფს ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირებას და კონკრეტული კომპონენტების იმპლემენტაციას;დ)
კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;ე)
კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუტების მომზადებას;ვ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.3.
გარემოს საინფორმაციო სამსახური:ა)
შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით აწარმოებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზას;ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იძიებს და ქმნის გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზას;გ)
ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა წყაროების, მათ შორის ვებგვერდის გამოყენებით;დ)
ქმნის და ადმინისტრირებას უწევს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზებს;ე)
ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ინფორმაციას იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით;ვ)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ კონსულტაციების გაწევას;ზ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში;თ)
უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვებას, ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიო ფონდის შექმნას.4.
ადმინისტრაციული სამსახური:ა)
უზრუნველყოფს ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს;ბ)
ახორციელებს ცენტრის კადრების აღრიცხვას;გ)
ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისებების შესახებ ბრძანების პროექტებს;დ)
ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;ე)
შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;ვ)
შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს და ხარჯთააღრიცხვის პროექტებს;ზ)
მართავს ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას;თ)
უზრუნველყოფს ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;ი)
უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;კ)
უზრუნველყოფს ცენტრს სამართლებრივი მომსახურებით და ახორციელებს სასამართლო ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობას.5.
ცენტრის სტრუქტრულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.6.
სამსახურის უფროსი:ა)
ასრულებს ცენტრის დირექტორის დავალებებსა და მითითებებს;ბ)
იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;გ)
სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს;დ)
ცენტრის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;ე)
შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობის შესახებ წინადადებებს;ვ)
სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის უფროსს.7.
ცენტრის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დირექტორის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი.
მუხლი 10.🔗
ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობასსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №45 -ვებგვერდი, 26.12.2016წ.
სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 11.🔗
ცენტრის ლიკვიდაცია+
მუხლი 9. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1. განათლების პროექტების სამსახური:
ა) განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას;
გ) ორგანიზებას უწევს სემინარების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას;
დ) ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას;
ე) ხელს უწყობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას;
ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.
თ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” ხელშემწყობ პროექტებს;
ი) კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
კ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ხელშეწყობას.
2. (ამოღებულია - 26.12.2016, № 45).
3. გარემოს საინფორმაციო სამსახური:
ა) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით აწარმოებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზას;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იძიებს და ქმნის გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზას;
გ) ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა წყაროების, მათ შორის ვებგვერდის გამოყენებით;
დ) ქმნის და ადმინისტრირებას უწევს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზებს;
ე) ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ინფორმაციას იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ კონსულტაციების გაწევას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში;
თ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვებას, ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიო ფონდის შექმნას.
ი) კოორდინაციას უწევს ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვის პროექტებს;
კ) უზრუნველყოფს ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირებას და კონკრეტული კომპონენტების იმპლემენტაციას;
ლ) კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუქტების მომზადებას.
4. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს;
ბ) ახორციელებს ცენტრის კადრების აღრიცხვას;
გ) ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისებების შესახებ ბრძანების პროექტებს;
დ) ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
ე) შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ვ) შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს და ხარჯთააღრიცხვის პროექტებს;
ზ) მართავს ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას;
თ) უზრუნველყოფს ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
კ) უზრუნველყოფს ცენტრს სამართლებრივი მომსახურებით და ახორციელებს სასამართლო ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობას.
5. ცენტრის სტრუქტრულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
6. სამსახურის უფროსი:
ა) ასრულებს ცენტრის დირექტორის დავალებებსა და მითითებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს;
დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობის შესახებ წინადადებებს;
ვ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის უფროსს.
7. (ამოღებულია - 26.12.2016, № 45);
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №45 -ვებგვერდი, 26.12.2016წ.
+
მუხლი 10. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის ბრძანება № 181 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
+
მუხლი 11. ცენტრის ლიკვიდაცია
+
მუხლი 12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №175. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016298.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №175, 05.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016298 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2714048/