სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლი 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლების, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხვიჩა ჟიშკარიანი
+
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
1.
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობათა სარგოები
(ლარებში)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2200
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1800
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1700
წამყვანი საჯარო თანამდებობა
5
აპარატის უფროსი
1500
უფროსი საჯარო თანამდებობა
6
განყოფილების უფროსი
1100
7
თანაშემწე
1000
8
მთავარი სპეციალისტი
720
უმცროსი საჯარო თანამდებობა
9
წამყვანი სპეციალისტი
660
10
სპეციალისტი
500
2.
დანართი №2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა;
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“, №4, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2714305-1/