თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადგენს:
|
2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დამატებით მიეცეს ყოველთვიურად 100 (ასი) ლიტრი საწვავი სატრანსპორტო ხარჯებისათვის.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
ა) საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის – 100 (ასი) ლარი;
ბ) საკრებულოს კომისიის სხდომის გაცდენისთვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
გ) საკრებულოს ფრაქციის სხდომის გაცდენისთვის, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შეუსრულებლობისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
დ) საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გაცდენისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ე) საკრებულოს წევრს საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა პირველ მუხლში აღნიშნული მოვალეობების საანგარიშო თვის განმავლობაში შეუსრულებლობისათვის.
2. პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის შეზღუდვა გავრცელდება აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის გათვალისწინებული საწვავის ოდენობებზე.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №109
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილების თანდართული წესის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.
+
მუხლი 3
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2012, სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016102).
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე
+
დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
+
მუხლი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 540 (ხუთას ორმოცი) ლარით ყოველთვიურად.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №133 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №140 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის დადგენილება №224 - ვებგვერდი, 02.05.2018წ.
+
მუხლი 2. (ამოღებულია - 27.03.2015, №119)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.
+
მუხლი 3. (ამოღებულია - 27.03.2015, №119)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.
+
მუხლი 4 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი თვის არაუგვიანეს 24 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) - გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ, აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის გასაცემი საწვავის ოდენობის შესახებ.🔗
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.
+
+
მუხლი 5 მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანხის გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის საბანკო ანგარიშზე.🔗
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №109, 11.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016213 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2727269-3/