ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2015 წლის 13 თებერვალი დ. ასპინძა |
|
ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა);
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის;
გ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ2-ზე - 1 ლარის ოდენობით;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე - 0,30 ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 200 (ორასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1300 (ერთი ათას სამასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 800 (რვაასი) ლარი.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 0,50 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ის ოდენობით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 9 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 7 000 ლარის ოდენობით.
ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 % - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან;
ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველი პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
გადახდის წესი
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები.
7. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს.
8. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ–სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში - ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ, 30 დღის განმავლობაში, აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
8. ნარჩენების წარმომქმნელი მცხოვრების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
2. ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელმწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი;
გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდის ვადა;
ვ) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ = გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
|
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და მისი ოდენობა დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 09/02/2012წ., ს/კოდი: 210070000.35.140.016035).
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 09/02/2012წ., ს/კოდი: 210070000.35.140.016035).
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
+
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
+
მუხლი 1🔗
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის მოსაკრებლები: ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა); ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის; გ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის; დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.+
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ2-ზე - 1 ლარის ოდენობით;
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ2-ზე - 1 ლარის ოდენობით;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე - 0,30 ლარის ოდენობით;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე - 0,30 ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მე-15 მუხლით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის სახეობების და კატეგორიებისათვის ერთ გრძივ მეტრზე - 0.50 ლარის ოდენობით.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 12.11.2015წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის დადგენილება № 42 - ვებგვერდი, 13.06.2018წ.
+
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 12.11.2015წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის დადგენილება № 42 - ვებგვერდი, 13.06.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №57 - ვებგვერდი, 15.08.2018წ.
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 22.02.2018წ.
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
+
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – მოსაკრებლის ოდენობა დადგინდეს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის დადგენილება № 42 - ვებგვერდი, 13.06.2018წ.
+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში).
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
+
მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის წესი
მოსახლეობისაგან და იურიდიული პირებისაგან ამოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 05.01.2016წ.
+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
+
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე
+
№
სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული ,,რ“ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (1მ3 15 ლარი)
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (1მ3 15 ლარი)
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
3
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,2
0,254
კონოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,08 0,105
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0,04 0,056
სასტუმროები ერთი საწოლი0,8
1
7
საავადმყოფოები ერთი საწოლი 0,081
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები, სასწრაფოებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,2
9
სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟებიღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
10
სასურსათო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,3
0,3811
სამრეწველო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
12
ტანსაცმლის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
13
ყვავილების ღია და დახურული მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
0,3
14
აგრარული ბაზრებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
15
შერეული საქონლის ბაზრობებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
16
ავტოსადგომები
ღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ3
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ3
0,1
17
ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
0,1
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილებიღია ფართის 1 მ2
ღია ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
დახურული ფართის 1 მ2
19
აბანოები, საუნებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
20
სადალაქოები და სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
21
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,24 0,3022
საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისთვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,08 0,1023
საცხობებისამუშაო ფართის 1 მ2
სამუშაო ფართის 1 მ2
24
დისკოთეკები,ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრებისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
25
საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესისაერთო ფართის 1 მ2
საერთო ფართის 1 მ2
რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.01.2020.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 13.02.2015. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.140.016156.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“, №8, 13.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2728578/