საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
|
+
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №47 დადგენილება
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე
+
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი
+
მუხლი 1. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა )განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული გაწეული მუშაობისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
2. ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრები (რაც დადასტურებული იქნება შეხვედრაზე შედგენილი ოქმით). აგრეთვე კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატს წარუდგინონ საკრებულოს წევრების სხდომაზე დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი წინა თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს თანდართული სიით და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს, რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
2. ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრები (რაც დადასტურებული იქნება შეხვედრაზე შედგენილი ოქმით); აგრეთვე კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატს წარუდგინონ საკრებულოს წევრების სხდომაზე დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს თანდართული სიით და გადასცემს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 30 (ოცდაათი) ლარი.
4. საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს, მაგრამ თუ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ აცნობა, სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინაარმდეგ სემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ🔗
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.მუხლი 3. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
+
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულიხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
№
საკრებულოს წევრი ( გარდა თანამდებობის პირებისა )
ყოველთვიურად განსაზღვრულიხარჯების ანაზღაურების ოდენობა ( ლარი )
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება.
450
500
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.09.2015წ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 17.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016134 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2734272-1/