თავი IV — სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა და ამ სამსახურებისთვის ხელის შემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვა
1. სპეციალური სამსახურების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და სპეციალური სამსახურის კანონიერ მოქმედებაში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.
3. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სპეციალურ სამსახურს.
4. სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.11.2005).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018.
გამოქვეყნება: სსმ, 49, 30/11/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება