თავი IV — სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა და ამ სამსახურებისთვის ხელის შემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვა
1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.
2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება.
საქართველოს 2018 წლის
სექტემბრის
კანონი №3391
–
ვებგვერდი, 24.09.2018
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 11.11.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. მოქალაქეთა მიერ სპეციალური სამსახურებისთვის ხელის შეწყობა 1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების მომზადებასა თუ ჩატარებაში. ეს პირები ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ამ ღონისძიებების მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, სპეციალურ სამსახურებს არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის. 2. სპეციალურ სამსახურებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური მრწამსის და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. 3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება. [ 3. სპეციალურ სამსახურებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის2018 მომდევნოწლის არჩევნებშისექტემბრის არჩეულიკანონი საქართველოს№3391 პრეზიდენტის– მიერვებგვერდი, ფიცის დადებისთანავე) ]24.09.2018
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-490(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2024
განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ მიუთითებია „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის კონკრეტულ ქვეპუნქტზე, რომლის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება. სააგენტოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული არაა სზაკ-ის 61-ე მუხლის კონკრეტული ქვეპუნქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მუდმივი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
- საქმე №ბს-904(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
განცხადების განხილვისას, სათანადო ყურადღება უნდა გამახვილებულიყო იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული არსებითი პირობები (გარდა ამავე მუხლის „ბ“ პუნქტისა), რაც გახდებოდა მასზე გაცემული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018.
გამოქვეყნება: სსმ, 49, 30/11/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება