1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა;
გ) კონსპირაციის წესების დაცვა;
დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა.
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. (ამოღებულია - 22.03.2017, №477).
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2017 კანონი №477
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპები 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელების პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების განუხრელი დაცვა, პიროვნების ღირსების პატივისცემა; გ) კონსპირაციის წესების დაცვა; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის მართვის ცენტრალიზაცია და ერთიანობა. 2. კონტრდაზვერვითი საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო და ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. კონტრდაზვერვითი(ამოღებულია საქმიანობის- შედეგად22.03.2017, მიღებული ინფორმაცია არ არის საქართველოს პირების უფლებების შეზღუდვის საფუძველი.№477).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018.
გამოქვეყნება: სსმ, 49, 30/11/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება