1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია:
ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით;
ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია:
ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა;
ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება;
გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
დ) ელექტრონული თვალთვალი;
ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი;
ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.
3. ელექტრონული თვალთვალის სახეებია:
ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა.
საქართველოს 2017 წლის 22
მარტის
კანონი
№477
- ვებგვერდი, 27.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.03.2017 კანონი №477
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია: ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით; ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია: ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა; ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება; გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება; დ) ელექტრონული თვალთვალი; ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი; ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება. 3. ელექტრონული თვალთვალის სახეებია: ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; [გ)გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-261-261(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების 2010-2015 წლების განმავლობაში გამოყენების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018.
გამოქვეყნება: სსმ, 49, 30/11/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება