„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.02.2015 ძალადაკარგული 09.10.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. ახალციხე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, დანართის  შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
+



ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის

მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


+
მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ  ახალციხის       მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს
1. ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
2. ყველა მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი  აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ  თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.

+
მუხლი 2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის წარმომადგენელი  ადმინისტრაციულ ერთეულში
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამის – Microsoft Office Word-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
ბ) საშუალო განათლება.

+
მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.

+
მუხლი 4. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი  სპეციალისტი
უფროს საჯარო თანამდებობის პირს – მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური –  უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

 


+
მუხლი 5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

 


+
მუხლი 6. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური  – საშუალო განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

+
მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური  – ტექნიკური განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ, №13, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2737302-1/