ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2015 ძალადაკარგული 31.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.106.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 25 თებერვალი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
+



დანართი
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის (შემდგომში - „წესი“) მიზანია განისაზღვროს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.

+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესისთვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:
ა) უმწეოთა სასადილო - ხობის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;
ბ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით.
გ) მერია – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებას;
დ) რეგისტრაცია - უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად;
ე) საცხოვრებელი ადგილი - პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ხოლო უმისამართოდ რეგისტრირებული პირისთვის - სარგებლობაში არსებული ფართობი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით.
ვ) სამსახური – ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


+
მუხლი 3. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ხობის მუნიციპალიტეტის მერს (შემდგომ - მერი).
2. განცხადებას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. განცხადებას განიხილავს და ამ წესთან მის შესაბამისობას ადგენს სამსახური, 10 დღის ვადაში.
4. მერი, სამსახურის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იღებს მერიაში განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


+
მუხლი 4. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას.
2. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
3. მერის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სამსახური.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


+
მუხლი 5. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
მერი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


+
მუხლი 6. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


+
მუხლი 7. უმწეოთა სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უმწეოთა სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 120 ბენეფიციარით.

+
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უმწეოთა სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს მერიის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სამსახური ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს და მერს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“, №10, 25.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016159 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2744421-1/