თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
დანართი №2
თანამდებობრივი სარგოები
|
+
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 27 თებერვალი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №15 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი www.matse.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 20/08/2014, კოდი 270070000.35.163.016196).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები
№
საჯარო თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650 ლარი
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700 ლარი
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1350 ლარი
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350 ლარი
+
დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოები
№
საჯარო თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000 ლარი
2
განყოფილების უფროსი
810 ლარი
3
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
700 ლარი
4
მთავარი სპეციალისტი
560 ლარი
5
წამყვანი სპეციალისტი
540 ლარი
6
სპეციალისტი
520 ლარი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №18, 27.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.163.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2750767-2/