2.1. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.

2.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთვევაში არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოში მოქმედი სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.

2.3. არბიტრაჟს შეუძლია, ხელშეკრულების პირობების და იმ სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება, საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენოს სხვა სამართლის ნორმებ