6.1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოქალაქის გარდაცვალება, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია - საარბიტრაჟო კოლეგია დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე.

6.2. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

6.3. უფლებამონაცვლეობის შემთვევაში, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტამდე, არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია – საარბიტრაჟო კოლეგია შეაჩერებს საარბიტრაჟო განხილვას გონივრული ვადით.

6.4. უფლებამონაცვლეობის საკითხი შესაძლოა აისახოს ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების დამატებაში, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, თუკი გაირკვევა რომ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განხორციელდება მხარის უფლებამონაცვლეობ