ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-14 |
|
2015 წლის 2 მარტი ქ. თბილისი |
|
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე - შშმ პირები;
ბ) შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები;
გ) შშმ პირთა სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციები.
ა) შშმ პირებში კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) შშმ პირთა განათლების და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა;
გ) შშმ პირების სხვა საჭიროებების უზრუნველყოფა.
ა) საქართელოს მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში დამატებით უნდა წარედგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) მომსახურების ხარჯების ინვოისი/ანგარიშფაქტურა;
დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ე) ორგანიზაციის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზს, აღრიცხვას და წინადადებების მომზადებას უზრუნველყოფს სამსახური.
3. სამსახური განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
4. სამსახურის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს.
2. სამსახურის მიერ, შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის მოსარგებლისათვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ზედამხედველობა განხორციელდება სამსახურის მიერ.
4. პროგრამის ძირითადი დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის - ქვეპროგრამაში (6.2.28 კოდი) ქალაქ თბილისის მუნიუციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
2. შემთხვევის შერჩევითი მონიტორინგისას ხდება მიმწოდებლებთან სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, შშმ პირთან გასაუბრება.
3. შემთხვევითი მონიტორინგი გულისხმობს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის დადგენას.
4. მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურება არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას.
2. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) პროგრამის დასახელება;
გ) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულება;
დ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.
3. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
+
1. დამტკიცებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის პროექტი, დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
+
1.
დამტკიცებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის პროექტი, დანართის შესაბამისად.2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. წესის მიზანი
ამ წესის მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და კულტურულ - შემოქედებითი ღონისძიებებში ჩართვა.
+
მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლენი
+
მუხლი 4. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სახეები
მომსახურების სახეებია:
+
მუხლი 5. ქვეპროგრამით მოსარგებლის განცხადების განხილვის წესი
+
მუხლი 6. ქვეპროგრამით მოსარგებლის დაფინანსების წესი
5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის - ქვეპროგრამაში (6.2.28 კოდი) ქალაქ თბილისის მუნიუციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
+
მუხლი 7. შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგი
+
მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება
+
მუხლი 9. დასკვნითი დებულება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის გაუქმება და ცვლილებების შეტანა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“?
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 02.03.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4-14. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.101.016127.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“, №4-14, 02.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.101.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2753594/