დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2.IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც დედოფლისწყაროსათვის უდრის 0,30-ს;
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 28-ს.
1. ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე 1კვ. მეტრისათვის - 2 ლარი;
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.0 ლარს.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.50 ლარს.
4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 62.5 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს - 1,25 ლარს.
+
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 2 მარტი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დანართის შესაბამისად; (დანართი თან ერთვის).
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №4 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www. matsne. gov.ge, 28/01/2014. სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016140 ).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 4🔗
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი
+
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
+
მუხლი 1🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG x ITL x C x K , სადაც:
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2.IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც დედოფლისწყაროსათვის უდრის 0,30-ს;
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 28-ს.
+
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
1. ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე 1კვ. მეტრისათვის - 2 ლარი;
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.0 ლარს.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.50 ლარს.
4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 62.5 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს - 1,25 ლარს.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №17, 02.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2755387-1/