ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
| ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება
|
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.
2. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად ბანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის. 3. ამ დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს – „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით და აცნობოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან ან/და მის კონტროლს ან/და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები: ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ: ა.ა.ა) მას აქვს ან გასული 12 თვის განმავლობაში ჰქონდა კონტროლი ან/და ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ა.ა.გ) ის არის ან გასული 12 თვის განმავლობაში იყო ბანკის ან მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის წევრი; ა.ა.დ) ის ფლობს ან გასული 12 თვის განმავლობაში ფლობდა ბანკის მნიშვნელოვან წილს. ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე: ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან); ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო, ან თუ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში; ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები; ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო, ან თუ აღნიშნული ვითარება ვრცელდებოდა გასული 12 თვის განმავლობაში; ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას; ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს; ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი. ა.ბ.თ) საწარმო ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც უწევს ან გასული 12 თვის განმავლობაში უწევდა ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას. ა.გ) ამ დებულების მიზნებისთვის, დაკავშირებული მხარეები არ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მხოლოდ მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ სახეზე არ გვაქვს „ა.ა.ა“ და „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევები. ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის: ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა; ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა; ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება; ბ.დ) იჯარა; ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება; ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები; ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები, დეპოზიტები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით); ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება; ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით; ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული); ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით; ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა, უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება; ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა. გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დ) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციით; ე) უფლებამოსილება - გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე. ვ) ერთობლივი კონტროლი - შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას. ზ) ერთობლივი საწარმო - საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც. თ) ასოცირებული საწარმო - საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც. ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვანი გავლენის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №153/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი; კ) მშობელი საწარმო (სათაო ორგანიზაცია) - საწარმო, რომელიც აკონტოლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს). ლ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია); მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის: მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან; მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას; მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის: მ.გ.ა) ერთსა და იმავე საწარმოში წილის ფლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული წილის მატერიალურობა, ინვესტიციის მოცულობა ან/და პროექტის მნიშვნელობა; მ.გ.ბ) მსესხებლისათვის უზრუნველყოფის საშუალების, მათ შორის, თავდებობის მიწოდებას; აღნიშნული არ მოიცავს დეველოპერული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებას ან/და იმ უძრავი ქონების მცირე ვადით იპოთეკით დატვირთვას, რომლის მფლობელი დაკავშირებული მხარეა და გაყიდვისას უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში გადასვლამდე ამ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით დატვირთვა ხდება; მ.გ.გ) თანამსესხებლობას; ნ) ჯგუფი - მშობელი და შვილობილი საწარმოები; ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება, რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით და სხვ.); პ) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ბანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბანკის რისკის პროფილზე; ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, ან/და სხვა იმგვარი ქმედება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას; რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა აიღება 100%, ხოლო იმავე დებულების XVI თავით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 10%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი; ს) მნიშვნელოვანი წილი - პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა; ტ) საინვესტიციო რეიტინგი – ბაზელ III-ის დებულების მიხედვით აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს; უ) გაშლილი მკლავის პრინციპი - ტრანზაქციის საბაზრო პირობებით განხორციელების პრინციპი, როდესაც დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების პირობები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები; ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები და ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციები; ქ) კომერციული ბანკი – ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული ბანკი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №230/04 - ვებგვერდი, 26.11. 2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
|
მუხლი 3.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები |
1. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით. ამავდროულად, ბანკი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
11. გაშლილი მკლავის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზის პროცესში, თუ ბანკის შიგნით ანალოგიური ტრანზაქცია არ არის ხელმისაწვდომი, ბანკმა უნდა მოიკვლიოს ბაზარზე განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების პირობები. ბანკმა შიდა პოლიტიკაში უნდა ასახოს ტრანზაქციების ანალოგების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რაც უნდა ითვალისწინებდეს ვადას, ვალუტას, ხანდაზმულობას, ტრანზაქციის შინაარსს და ა.შ. ამასთან, აღნიშნული ანალოგიური ტრანზაქციები თავსებადი უნდა იყოს ბანკის რისკის პროფილთან, ბიზნეს და ფასდადების მოდელებთან. 2. ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. 3. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება. 31. დაკავშირებული მხარის იდენტიფიცირებისათვის, პოტენციურ დაკავშირებულ მხარეებს შორის ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობის შინაარსს და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეს. 4. დაკავშირებულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისგან, თანამშრომლებისგან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისგან, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოებისგან ინფორმაციის პერიოდული გამჟღავნების ვალდებულებას. ამასთან, ბანკს უნდა ჰქონდეს მატერიალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვების პროცედურა. 5. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან და ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებთან იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის. 6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. 7. ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას. 8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. ბანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას. 9. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დებულების 61 მუხლის მოთხოვნებთან. 10. ბანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მახრეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია, მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა. 11. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად. 12. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს. 13. ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ამ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შიდა აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. 14. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ მატერიალური რისკის ამღები პირების, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის მატერიალური რისკის ამღებმა პირებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ. |
მუხლი 4. ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება |
1. ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში დეტალურად უნდა იქნეს განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ა) დებულების მიზნები და ამოცანები; ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) ტერმინთა განმარტება; დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა; ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს ბანკი; ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით; ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები; თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები; ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა; ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით; მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა; ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები. 2. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო. 3. დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან (რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ დებულებასთან) საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი დასაშვები გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებში და შესაბამისად მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ. |
მუხლი 5.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება |
1. ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია, ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ, სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაადელეგიროს დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება: ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს; ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს; გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკში შემოდინებული ან ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და ბანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას; დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს. ამასთან, აღნიშნული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს; ე) დაკავშირებული მხარის მიმართ არსებულ რისკის პოზიციაზე უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება, თუ აღნიშნული პირის მიმართ რისკის პოზიციის ნაშთი აჭარბებს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე. 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას. 5. უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი ასეთი წევრი ან დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით. 6. სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის. 7. ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. 9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სხდომებზე გამოყენებულ სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №139/04 - ვებგვერდი, 30.07 2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
|
მუხლი 6.
დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები |
1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას. ამასთან, რისკის პოზიციას არ უნდა ჰქონდეს მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსი. დამატებით, მსესხებლის ლიკვიდობა, კაპიტალი და გადახდისუნარიანობა უნდა იყოს სტაბილური. ასევე, მსესხებელი უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, გააჩნდეს საშუალო სიმძიმის სტრესის შედეგების უმტკივნეულოდ შთანთქმის უნარი, უნდა ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს მოულოდნელი მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა, ასრულებდეს მომგებიანობასთან დაკავშირებულ მიზნებს და ჰქონდეს საკმარისი ლიკვიდობა, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული რისკის პოზიცია. სესხის რესტრუქტურიზაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულ პროცესში არ იქმნება დამატებითი რისკის პოზიცია.
11. აკრძალულია ბანკის დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, მესამე მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს ამ დებულების მოთხოვნებისგან თავიდან არიდებას. 2. აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული ბანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით. 3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ, თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 110%-ზე ნაკლებია, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ბანკმა არ უნდა გამოათავისუფლოს უზრუნველყოფის საშუალება რისკის პოზიციის მთლიანი ვადის განმავლობაში, თუ ამის შედეგად ირღვევა ამ პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი. 4. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის ღირებულებასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება. 5. დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ასევე, დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან უცხოეთში ლიცენზირებული საინვესტიციო რეიტინგის მქონე ბანკის გარანტია, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. 6. დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია ბანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 7. დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში. 8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. 9. ბანკის აქციონერებმა ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების გათვალისწინებით. 10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი რისკის პოზიციები: ა) ინვესტიციები; ბ) პოტენციური მოთხოვნები, რომელებიც წარმოიქმნება არადაკავშირებული მხარეების მიმართ არსებული რისკის პოზიციის უზრუნველსაყოფად დაკავშირებული მხარის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდის დაგირავებით, თუ ჩატარებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ამ სესხის დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდისგან მიღებული შემოსავლები; გ) პოტენციური მოთხოვნები თავდებობის მიმწოდებლის/თანამსესხებლის მიმართ, როდესაც თავდები/თანამსესხებელი არის დაკავშირებული პირი, რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია ამ დებულების 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივით და კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნა; დ) საკრედიტო ხელშეკრულებების აუთვისებელი ნაწილები, თუ ყოველი ტრანშის ათვისების წინაპირობას წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვა; ე) საოპერაციო იჯარის ფარგლებში აღიარებული რისკის პოზიციები; ვ) მოკლევადიანი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ჩვეულებრივი საქმიანობს ფარგლებში ტრანზაქციების განხორციელებისას; ზ) დაკავშირებულ კომერციულ ბანკებთან არსებული ნოსტრო ანგარიშები. 11. (ამოღებულია - 3.10.2023, №293/04). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №194/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
მუხლი 61. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე (მოქმედი) და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. უზრუნველყოფის ხელშეკრულების სამართლებრივ აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით, ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი მოკვლევა; ბ) ბანკისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით არ უნდა არსებობდეს უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ისეთი გარემოებები და შეზღუდვები, რაც მოვალის დეფოლტის შემთხვევაში ბანკს პოტენციურად შეუზღუდავს შესაძლებლობას, რომ დროულად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მოახდინოს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივების რეალიზაცია ან/და დასაკუთრება; გ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა იყოს შესაძლებელი; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება ყველა ეტაპზე უნდა შესრულდეს გარე შემფასებლის მიერ და უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შეფასების დასაშვები ხანდაზმულობა; ე) უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და უნდა არსებობდეს ბანკის მხრიდან მასზე კონტროლი შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად დროული რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ბანკი უნდა აფასებდეს რისკის პოზიციის უზრუნველყოფის შემცირების ან გაუქმების რისკებს; ვ) უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის ვადა, სულ მცირე, უნდა იყოს საკრედიტო მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებით ბანკის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული/დასაბუთებული: ა) უზრუნველყოფის საშუალების ლიკვიდურობა და მისი ღირებულების ისტორიული სტაბილურობა; ბ) არსებობს თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულებას, აქტივთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შემუშავებული და დოკუმენტირებული ჰქონდეს აღნიშნული რისკების მართვის მექანიზმები ან/და სამოქმედო გეგმა და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს; გ) უზრუნველყოფის საშუალების კომპლექსურობა და მისი თანმდევი რისკები; დ) მსესხებლის დეფოლტის მაქსიმალური ალბათობა და დეფოლტის შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი გონივრულ ვადაში გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცედურების დაწყება ან/და უზრუნველყოფის საშუალების ბანკის მიერ რეალიზაცია/დასაკუთრება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე შეფასება არ მოითხოვება სახელმწიფო და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობად საინვესტიციო რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასება და დასაბუთება ბანკს სესხის გაცემამდე უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი მოთხოვნილი ინფორმაცია. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები, ბანკის მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს ასახული შესაბამის პოლიტიკა-პროცედურების დოკუმენტებში. 6. უზრუნველყოფის საშუალებები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ტიპის აქტივებიდან ერთ-ერთს: ა) უძრავი ქონება; ბ) ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს; გ) გარანტიები, რომლებსაც ბაზელ III-ის დებულების მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ასევე, ის გარანტიები, რომლებიც გაცემულია ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან/და საინვესტიციო რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ; დ) საინვესტიციო რეიტინგის სავალო ფასიანი ქაღალდები და საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები; ე) სტანდარტული ოქროს ზოდი; ვ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები; ზ) საკრედიტო და სალიზინგო პორტფელი; თ) საწარმოო მანქანა-დანადგარები; ი) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოფის სხვა საშუალება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ბანკი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებას/დასაბუთებას. 7. დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდის დასაკუთრების შემთხვევაში ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
|
მუხლი 7.
ლიმიტები ტრანზაქციებზე |
1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკავშირებული მხარე მშობელი კომერციული ბანკი ან/და შვილობილი კომერციული ბანკია, რისკის პოზიციის ღირებულება, არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 5%-ს.
2. ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი კომერციული ბანკის ან/და შვილობილი კომერციული ბანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს. 3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №230/04 - ვებგვერდი, 26.11. 2019წ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
|
მუხლი 8.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება |
1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.
2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ანგარიშგება, მათ შორის, უნდა ასახავდეს: ა) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს; ბ) დადგენილი ლიმიტებიდან დასაშვები გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას; გ) დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ბანკს შიდა პოლიტიკით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მატერიალურობის ზღვარი. 3. ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 4. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად. 5. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №194/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
|
მუხლი 9.
უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები |
1. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
2. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება. 3. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას. 4. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია ბანკს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. 5. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან საბანკო ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას. 6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ ბანკის ან ბანკის მშობელი საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ ამ პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროს, ადგილს, მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს. 7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ. |
მუხლი 10.
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები |
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ბ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მატერიალური რისკის ამღები პირების დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ. დ) მოსთხოვოს ბანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით. ე) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვოს ბანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს ბანკის გარე აუდიტორთან ამდებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან ბანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ბანკი. ვ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა თუ აღნიშნული რისკის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს. ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა. თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას. ი) ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას. კ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს მხოლოდ დამოუკიდებელი წევრების მიერ; ლ) მოსთხოვოს ბანკს აღიარებული უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შეფასება, მათ შორის, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ; მ) მოსთხოვოს ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციას კონკრეტული ტრანზაქციის, დაკავშირებული მხარეების სიის ან/და სხვა დაკავშირებული საკითხის შემოწმება. 2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი დასაბუთებით, თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს კონკრეტული პირის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციად აღიარება და კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად. 3. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა. 4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ ბანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის ბანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების ბანკისათვის დაბრუნებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ. |
მუხლი 11. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) |
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას) ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №91/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ. |
მუხლი 12.
გარდამავალი ხასიათის დებულებები |
1. ბანკები ვალდებული არიან, ამ დებულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის ვადაში მოიყვანონ პოლიტიკები და პროცედურები დებულებასთან შესაბამისობაში და შეიმუშავონ ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ბანკებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა საქმიანობის ამ დებულების შესაბამისად წარმართვისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე ბანკის მიერ ტრანზაქციების დამტკიცება იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან, თუ მათი მოცულობა აღემატება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი ტრანზაქციების დამტკიცება, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები. 5. ბანკმა 2022 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც არღვევს ამ დებულების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ლიმიტებს, აღნიშნულ ლიმიტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ივნისისა. ამასთან ბანკმა: ა) 2022 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა; ბ) 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №193/04 - ვებგვერდი, 02.11.2020 წ.
დანართი №1 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 1. ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“; 2. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); 3. საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA); 4. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); 5. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC); 6.ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO); 7. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023
|
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისბრძანება №26/04
2015 წლის 10 მარტი ქ. თბილისი| ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: |
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის თანდართული დებულება. |
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანება. |
+
მუხლი 3ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე + ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება+ მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗 |
1. წინამდებარე დებულების მიზანია კომერციული ბანკების (შემდგომში - ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.
2. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად ბანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის.
3. წინამდებარე დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს - „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით.
3. ამ დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს – „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით და აცნობოს ეროვნულ ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან, მის კონტროლს და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან ან/და მის კონტროლს ან/და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები:
ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ:
ა.ა.ა) მას აქვს კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ან
ა.ა.ა) მას აქვს ან გასული 12 თვის განმავლობაში ჰქონდა კონტროლი ან/და ერთობლივი კონტროლი ბანკზე;
ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ან
ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე;
ა.ა.გ) ის არის ბანკის ან მისი მშობელი საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.
ა.ა.გ) ის არის ან გასული 12 თვის განმავლობაში იყო ბანკის ან მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის წევრი;
ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე:
ა.ა.დ) ის ფლობს ან გასული 12 თვის განმავლობაში ფლობდა ბანკის მნიშვნელოვან წილს.
ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან);
ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე:
ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო (ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო);
ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან);
ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები;
ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო, ან თუ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში;
ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო;
ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები;
ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო, ან თუ აღნიშნული ვითარება ვრცელდებოდა გასული 12 თვის განმავლობაში;
ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას;
ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს;
ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი;
ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.
ა.ბ.თ) საწარმო, ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც, უწევს ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას.
ა.ბ.თ) საწარმო ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც უწევს ან გასული 12 თვის განმავლობაში უწევდა ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას.
ა.გ) ამ დებულების მიზნებისთვის, დაკავშირებული მხარეები არ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მხოლოდ მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ სახეზე არ გვაქვს „ა.ა.ა“ და „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევები.
ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის:
ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა;
ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა;
ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;
ბ.დ) იჯარა;
ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება;
ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები;
ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით);
ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები, დეპოზიტები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით);
ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება;
ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით;
ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით;
ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული);
ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით;
ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა;
ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა, უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება;
ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა.
გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
დ) კონტროლი - გარემოება, როცა ინვესტორს აქვს რისკის პოზიცია ან მოთხოვნა ცვალებად შემოსავლებზე საწარმოდან და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გავლენა მოახდინოს აღნიშნულ მიღებულ შემოსავლებზე.
დ) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციით;
ე) უფლებამოსილება - გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე.
ვ) ერთობლივი კონტროლი - შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას.
ზ) ერთობლივი საწარმო - საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც.
თ) ასოცირებული საწარმო - საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც.
ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს.
ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვანი გავლენის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №153/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი;
კ) მშობელი საწარმო (სათაო ორგანიზაცია) - საწარმო, რომელიც აკონტოლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს).
ლ) შვილობილი საწარმო - საწარმო, რომელსაც აკონტროლებს სხვა საწარმო (მშობელი/სათავო საწარმო);
ლ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);
მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის:
მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის:
მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;
მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას.
მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას;
მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას.
მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის:
მ.გ.ა) ერთსა და იმავე საწარმოში წილის ფლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული წილის მატერიალურობა, ინვესტიციის მოცულობა ან/და პროექტის მნიშვნელობა;
მ.გ.ბ) მსესხებლისათვის უზრუნველყოფის საშუალების, მათ შორის, თავდებობის მიწოდებას; აღნიშნული არ მოიცავს დეველოპერული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებას ან/და იმ უძრავი ქონების მცირე ვადით იპოთეკით დატვირთვას, რომლის მფლობელი დაკავშირებული მხარეა და გაყიდვისას უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში გადასვლამდე ამ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით დატვირთვა ხდება;
მ.გ.გ) თანამსესხებლობას;
ნ) ჯგუფი - მშობელი და შვილობილი საწარმოები;
ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.);
ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება, რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით და სხვ.);
პ) ბანკის ადმინისტრატორი - კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები. ასეთ პირებს მიეკუთვნებიან ის თანამშრომლები, რომელთაც მათზე დელეგირებული უფლებამოსილებებისა თუ ფუნქციების ფარგლებში ბანკის სახელით შეუძლიათ მატერიალური გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად.
პ) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ბანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბანკის რისკის პროფილზე;
ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მიერ საქმიანობის ან ტრანზაქციის ისეთი ფორმით/გზით განხორციელება, რომლის შედეგადაც ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების არიდება ან შემსუბუქება;
ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, ან/და სხვა იმგვარი ქმედება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას;
რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა, აიღება 100%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი.
რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა აიღება 100%, ხოლო იმავე დებულების XVI თავით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 10%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი;
ს) მნიშვნელოვანი წილი - პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;
ტ) საინვესტიციო რეიტინგი – ბაზელ III-ის დებულების მიხედვით აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს;
უ) გაშლილი მკლავის პრინციპი - ტრანზაქციის საბაზრო პირობებით განხორციელების პრინციპი, როდესაც დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების პირობები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები;
ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები და ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციები;
ქ) კომერციული ბანკი – ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული ბანკი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები🔗
1. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით და ისეთი წესებითა და პირობებით, რომლებიც არაა უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები.
11. გაშლილი მკლავის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზის პროცესში, თუ ბანკის შიგნით ანალოგიური ტრანზაქცია არ არის ხელმისაწვდომი, ბანკმა უნდა მოიკვლიოს ბაზარზე განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების პირობები. ბანკმა შიდა პოლიტიკაში უნდა ასახოს ტრანზაქციების ანალოგების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რაც უნდა ითვალისწინებდეს ვადას, ვალუტას, ხანდაზმულობას, ტრანზაქციის შინაარსს და ა.შ. ამასთან, აღნიშნული ანალოგიური ტრანზაქციები თავსებადი უნდა იყოს ბანკის რისკის პროფილთან, ბიზნეს და ფასდადების მოდელებთან.
2. ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
3. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება.
4. დაკავშირეულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის თანამშრომლებისგან ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას.
31. დაკავშირებული მხარის იდენტიფიცირებისათვის, პოტენციურ დაკავშირებულ მხარეებს შორის ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობის შინაარსს და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეს.
5. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან ზემოთ ხსენებული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.
4. დაკავშირებულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისგან, თანამშრომლებისგან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისგან, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოებისგან ინფორმაციის პერიოდული გამჟღავნების ვალდებულებას. ამასთან, ბანკს უნდა ჰქონდეს მატერიალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვების პროცედურა.
5. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან და ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებთან იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.
6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას.
7. ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას.
8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. ბანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
9. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას.
9. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დებულების 61 მუხლის მოთხოვნებთან.
10. ბანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მახრეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია, მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა.
11. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან.
11. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
12. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს.
12. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.
13. კომერციული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მოცემულ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
13. ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ამ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შიდა აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
14. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორებთან, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის ადმინისტრატორებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.
14. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ მატერიალური რისკის ამღები პირების, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის მატერიალური რისკის ამღებმა პირებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება🔗
ა) დებულების მიზნები და ამოცანები;
ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;
გ) ტერმინთა განმარტება;
დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა;
ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს ბანკი;
ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით;
ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები;
თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები;
ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;
კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა;
ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით;
მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა;
ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები.
2. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო.
3. დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი სანქცირებული გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში.
4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან (რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ დებულებასთან) საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი დასაშვები გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებში და შესაბამისად მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 5. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება🔗
1. ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.
2. დაუშვებელია ქვემოთ მოცემული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ სამეთვალყურეო საბჭომ დაადელეგიროს ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება:
2. დაუშვებელია, ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ, სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაადელეგიროს დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება:
ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 1%-ს შორის მინიმუმს. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის მიზნებისათვის მოკლევადიანი რისკის პოზიციების შექმნა იმ ჯგუფის წევრი საწარმოების მიმართ, რომელსაც მიეკუთვნება ბანკი, საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ასეთი ლიმიტები უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს 10 სამუშაო დღის ვადაში;
ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს;
ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ს შორის მინიმუმს;
ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს;
გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და ბანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0,1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას;
გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკში შემოდინებული ან ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და ბანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას;
დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს. ამასთან, აღნიშნული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე.
ე) დაკავშირებული მხარის მიმართ არსებულ რისკის პოზიციაზე უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება, თუ აღნიშნული პირის მიმართ რისკის პოზიციის ნაშთი აჭარბებს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას.
5. უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი ასეთი წევრი ან დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის.
7. ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და 10 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა უნდა წარმოადგინოს სამეთვალყურეო საბჭოსათვის მიწოდებული კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული წერილობითი/ელექტრონული ინფორმაცია და მასალები.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სხდომებზე გამოყენებულ სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 6. დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები🔗
1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას.
11. აკრძალულია ბანკის დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, მესამე მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს ამ დებულების მოთხოვნებისგან თავიდან არიდებას.
2. აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული ბანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით.
3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 110%-ზე ნაკლებია გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ, თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 110%-ზე ნაკლებია, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ბანკმა არ უნდა გამოათავისუფლოს უზრუნველყოფის საშუალება რისკის პოზიციის მთლიანი ვადის განმავლობაში, თუ ამის შედეგად ირღვევა ამ პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი.
4. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის მთლიან თანხასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება.
4. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის ღირებულებასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება.
5. დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
5. დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ასევე, დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან უცხოეთში ლიცენზირებული საინვესტიციო რეიტინგის მქონე ბანკის გარანტია, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
6. დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია ბანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში.
8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.
8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.
9. ბანკის აქციონერებმა ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების გათვალისწინებით.
10. აქციონერისა თუ ბენეფიციარი მფლობელის მიერ ბანკისგან მიღებული ნებისმიერი შემოსავლები, რომელთა გადახდა უკავშირდება აქციონერის მიერ ბანკისათვის გაწეულ მომსახურებას, ექვემდებარება ყოველწლიურ გამოქვეყნებას ცალკე ანგარიშგების სახით. აღნიშნული, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მიღებული შემოსავლების მოცულობების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალური აქციონერების, ბენეფიციარი მფლობელებისა და შემოსავლის სახეების (მაგ. ხელფასი, გაწეული მომსახურება, რომლის ბენეფიციარიც მოცემული აქციონერია) მიხედვით. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქციონერებზე და ბენეფიციარ მფლობელებზე, რომელთა წილი ბანკის განაღდებულ კაპიტალში 2%-ზე ნაკლებია.
10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი რისკის პოზიციები:
11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.
ა) ინვესტიციები;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №194/04 - ვებგვერდი, 30.12.2022 წ.
ბ) პოტენციური მოთხოვნები, რომელებიც წარმოიქმნება არადაკავშირებული მხარეების მიმართ არსებული რისკის პოზიციის უზრუნველსაყოფად დაკავშირებული მხარის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდის დაგირავებით, თუ ჩატარებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ამ სესხის დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდისგან მიღებული შემოსავლები;
გ) პოტენციური მოთხოვნები თავდებობის მიმწოდებლის/თანამსესხებლის მიმართ, როდესაც თავდები/თანამსესხებელი არის დაკავშირებული პირი, რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია ამ დებულების 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივით და კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნა;
დ) საკრედიტო ხელშეკრულებების აუთვისებელი ნაწილები, თუ ყოველი ტრანშის ათვისების წინაპირობას წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვა;
ე) საოპერაციო იჯარის ფარგლებში აღიარებული რისკის პოზიციები;
ვ) მოკლევადიანი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ჩვეულებრივი საქმიანობს ფარგლებში ტრანზაქციების განხორციელებისას;
ზ) დაკავშირებულ კომერციულ ბანკებთან არსებული ნოსტრო ანგარიშები.
11. (ამოღებულია - 3.10.2023, №293/04).
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
მუხლი 61. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები🔗
1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე (მოქმედი) და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. უზრუნველყოფის ხელშეკრულების სამართლებრივ აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით, ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი მოკვლევა;
ბ) ბანკისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით არ უნდა არსებობდეს უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ისეთი გარემოებები და შეზღუდვები, რაც მოვალის დეფოლტის შემთხვევაში ბანკს პოტენციურად შეუზღუდავს შესაძლებლობას, რომ დროულად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მოახდინოს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივების რეალიზაცია ან/და დასაკუთრება;
გ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა იყოს შესაძლებელი;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება ყველა ეტაპზე უნდა შესრულდეს გარე შემფასებლის მიერ და უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შეფასების დასაშვები ხანდაზმულობა;
ე) უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და უნდა არსებობდეს ბანკის მხრიდან მასზე კონტროლი შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად დროული რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ბანკი უნდა აფასებდეს რისკის პოზიციის უზრუნველყოფის შემცირების ან გაუქმების რისკებს;
ვ) უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის ვადა, სულ მცირე, უნდა იყოს საკრედიტო მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებით ბანკის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული/დასაბუთებული:
ა) უზრუნველყოფის საშუალების ლიკვიდურობა და მისი ღირებულების ისტორიული სტაბილურობა;
ბ) არსებობს თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულებას, აქტივთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შემუშავებული და დოკუმენტირებული ჰქონდეს აღნიშნული რისკების მართვის მექანიზმები ან/და სამოქმედო გეგმა და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
გ) უზრუნველყოფის საშუალების კომპლექსურობა და მისი თანმდევი რისკები;
დ) მსესხებლის დეფოლტის მაქსიმალური ალბათობა და დეფოლტის შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი გონივრულ ვადაში გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცედურების დაწყება ან/და უზრუნველყოფის საშუალების ბანკის მიერ რეალიზაცია/დასაკუთრება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე შეფასება არ მოითხოვება სახელმწიფო და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობად საინვესტიციო რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასება და დასაბუთება ბანკს სესხის გაცემამდე უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი მოთხოვნილი ინფორმაცია.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები, ბანკის მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს ასახული შესაბამის პოლიტიკა-პროცედურების დოკუმენტებში.
6. უზრუნველყოფის საშუალებები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ტიპის აქტივებიდან ერთ-ერთს:
ა) უძრავი ქონება;
ბ) ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;
გ) გარანტიები, რომლებსაც ბაზელ III-ის დებულების მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ასევე, ის გარანტიები, რომლებიც გაცემულია ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან/და საინვესტიციო რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ;
დ) საინვესტიციო რეიტინგის სავალო ფასიანი ქაღალდები და საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები;
ე) სტანდარტული ოქროს ზოდი;
ვ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები;
ზ) საკრედიტო და სალიზინგო პორტფელი;
თ) საწარმოო მანქანა-დანადგარები;
ი) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოფის სხვა საშუალება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ბანკი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებას/დასაბუთებას.
7. დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდის დასაკუთრების შემთხვევაში ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე🔗
1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 5%-ს.
2. ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის ღირებულების საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.
2. ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი კომერციული ბანკის ან/და შვილობილი კომერციული ბანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.
3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება🔗
1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს.
2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და მათ საწარმოებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგება უნდა იყოს საკმარისად დეტალური. ანგარიშგება უნდა ასახავდეს დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს. ანგარიშგება დამატებით უნდა ასახავდეს დადგენილი ლიმიტებიდან სანქცირებული გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას.
2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ანგარიშგება, მათ შორის, უნდა ასახავდეს:
ა) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს;
ბ) დადგენილი ლიმიტებიდან დასაშვები გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას;
გ) დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ბანკს შიდა პოლიტიკით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მატერიალურობის ზღვარი.
3. ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.
4. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 9. უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები🔗
1. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.2. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება.
3. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას.
4. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით, ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.
4. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია ბანკს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.
5. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას.
5. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან საბანკო ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას.
6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ ბანკის აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროსა და ადგილს და მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს.
6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ ბანკის ან ბანკის მშობელი საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ ამ პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროს, ადგილს, მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 10. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები🔗
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:ა) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
ბ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ადმინისტრატორთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მატერიალური რისკის ამღები პირების დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
დ) მოსთხოვოს ბანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით.
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვოს ბანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს ბანკის გარე აუდიტორთან ამდებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან ბანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ბანკი.
ვ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა თუ აღნიშნული რისკის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს.
ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა.
თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას.
ი) ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას.
2. თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად.
კ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს მხოლოდ დამოუკიდებელი წევრების მიერ;
ლ) მოსთხოვოს ბანკს აღიარებული უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შეფასება, მათ შორის, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ;
მ) მოსთხოვოს ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციას კონკრეტული ტრანზაქციის, დაკავშირებული მხარეების სიის ან/და სხვა დაკავშირებული საკითხის შემოწმება.
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი დასაბუთებით, თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს კონკრეტული პირის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციად აღიარება და კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად.
3. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა.
4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ ბანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის ბანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების ბანკისათვის დაბრუნებისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 11. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას) ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №91/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ. + მუხლი 12. გარდამავალი ხასიათის დებულებები🔗1. ბანკები ვალდებული არიან, ამ დებულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის ვადაში მოიყვანონ პოლიტიკები და პროცედურები დებულებასთან შესაბამისობაში და შეიმუშავონ ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ბანკებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა საქმიანობის ამ დებულების შესაბამისად წარმართვისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე ბანკის მიერ ტრანზაქციების დამტკიცება იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან, თუ მათი მოცულობა აღემატება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი ტრანზაქციების დამტკიცება, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები. 5. ბანკმა 2022 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც არღვევს ამ დებულების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ლიმიტებს, აღნიშნულ ლიმიტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ივნისისა. ამასთან ბანკმა: ა) 2022 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა; ბ) 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №193/04 - ვებგვერდი, 02.11.2020 წ. |
დანართი №1
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
1. ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“;
2. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD);
3. საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA);
4. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO);
5. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC);
6.ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO);
7. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №26/04
ბრძანება
№26/04
2015 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №116 ბრძანება.
+
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.წინამდებარე დებულების მიზანია კომერციული ბანკების (შემდგომში - ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.
2. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად ბანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის.
დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას წარმოქმნილი დარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად ბანკებმა ტრანზაქციები უნდა აწარმოონ გაშლილი მკლავის პრინციპით, მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს, ჩამოწერონ მათ მიმართ რისკის პოზიციები სტანდარტული პოლიტიკებითა და პროცედურებით და მიიღონ სათანადო ზომები რისკების კონტროლისა და მიტიგაციისათვის.
3. ამ დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს – „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით და აცნობოს ეროვნულ ბანკს.
წინამდებარე დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს - „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ ხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან ან/და მის კონტროლს ან/და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები:
ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან, მის კონტროლს და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები:
ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ:
ა.ა.ა) მას აქვს ან გასული 12 თვის განმავლობაში ჰქონდა კონტროლი ან/და ერთობლივი კონტროლი ბანკზე;
ა.ა.ა) მას აქვს კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი ბანკზე; ან
ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე;
ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე; ან
ა.ა.გ) ის არის ან გასული 12 თვის განმავლობაში იყო ბანკის ან მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის წევრი;
ა.ა.გ) ის არის ბანკის ან მისი მშობელი საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.
ა.ა.დ) ის ფლობს ან გასული 12 თვის განმავლობაში ფლობდა ბანკის მნიშვნელოვან წილს.
ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე:
ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე:
ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან);
ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან);
ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო (ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო);
ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო, ან თუ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში;
ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები;
ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები;
ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო;
ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო, ან თუ აღნიშნული ვითარება ვრცელდებოდა გასული 12 თვის განმავლობაში;
ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას;
ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს;
ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.
ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი;
ა.ბ.თ) საწარმო ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც უწევს ან გასული 12 თვის განმავლობაში უწევდა ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას.
ა.ბ.თ) საწარმო, ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც, უწევს ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას.
ა.გ) ამ დებულების მიზნებისთვის, დაკავშირებული მხარეები არ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მხოლოდ მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ სახეზე არ გვაქვს „ა.ა.ა“ და „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევები.
ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის:
ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა;
ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა;
ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;
ბ.დ) იჯარა;
ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება;
ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები;
ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები, დეპოზიტები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით);
ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით);
ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება;
ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით;
ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით;
ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული);
ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით;
ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა, უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება;
ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა;
ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა.
გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
დ) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციით;
დ) კონტროლი - გარემოება, როცა ინვესტორს აქვს რისკის პოზიცია ან მოთხოვნა ცვალებად შემოსავლებზე საწარმოდან და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გავლენა მოახდინოს აღნიშნულ მიღებულ შემოსავლებზე.
ე) უფლებამოსილება - გარემოება, როცა ინვესტორს არსებული უფლებები შესაძლებლობას აძლევს, მართოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავლებზე.
ვ) ერთობლივი კონტროლი - შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი ერთობლივი კონტროლი, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობებზე გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას.
ზ) ერთობლივი საწარმო - საწარმო, სადაც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილებსაც.
თ) ასოცირებული საწარმო - საწარმო, რომელზეც ინვესტორს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ასოცირებული საწარმოები მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილებსაც.
ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვანი გავლენის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №153/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი;
ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ წარმოადგენს ამ პოლიტიკების კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს.
კ) მშობელი საწარმო (სათაო ორგანიზაცია) - საწარმო, რომელიც აკონტოლებს ერთ ან რამდენიმე საწარმოს (შვილობილს).
ლ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);
ლ) შვილობილი საწარმო - საწარმო, რომელსაც აკონტროლებს სხვა საწარმო (მშობელი/სათავო საწარმო);
მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის:
მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის:
მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;
მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას;
მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას.
მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის:
მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას.
მ.გ.ა) ერთსა და იმავე საწარმოში წილის ფლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული წილის მატერიალურობა, ინვესტიციის მოცულობა ან/და პროექტის მნიშვნელობა;
მ.გ.ბ) მსესხებლისათვის უზრუნველყოფის საშუალების, მათ შორის, თავდებობის მიწოდებას; აღნიშნული არ მოიცავს დეველოპერული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებას ან/და იმ უძრავი ქონების მცირე ვადით იპოთეკით დატვირთვას, რომლის მფლობელი დაკავშირებული მხარეა და გაყიდვისას უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში გადასვლამდე ამ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით დატვირთვა ხდება;
მ.გ.გ) თანამსესხებლობას;
ნ) ჯგუფი - მშობელი და შვილობილი საწარმოები;
ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება, რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით და სხვ.);
ო) რისკის პოზიცია - აქტივი ან გარესაბალანსო ელემენტი, რაც მოიცავს მხარის მიმართ ბანკის მოთხოვნას (სესხები, დეპოზიტები, სავალო ინსტრუმენტები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში და სხვ.), პოტენციურ მოთხოვნას (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება და სხვ.) და პირობით ვალდებულებას (კრედიტის მახასიათებლების მქონე თუ არ მქონე გარანტიები მხარის სასარგებლოდ და სხვ).
პ) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ბანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბანკის რისკის პროფილზე;
პ) ბანკის ადმინისტრატორი - კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები. ასეთ პირებს მიეკუთვნებიან ის თანამშრომლები, რომელთაც მათზე დელეგირებული უფლებამოსილებებისა თუ ფუნქციების ფარგლებში ბანკის სახელით შეუძლიათ მატერიალური გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად.
ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, ან/და სხვა იმგვარი ქმედება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას;
ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მიერ საქმიანობის ან ტრანზაქციის ისეთი ფორმით/გზით განხორციელება, რომლის შედეგადაც ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების არიდება ან შემსუბუქება.
რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა აიღება 100%, ხოლო იმავე დებულების XVI თავით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 10%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი;
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები🔗
ს) მნიშვნელოვანი წილი - პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;
ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით და ისეთი წესებითა და პირობებით, რომლებიც არაა უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები.
ტ) საინვესტიციო რეიტინგი – ბაზელ III-ის დებულების მიხედვით აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს;
ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
უ) გაშლილი მკლავის პრინციპი - ტრანზაქციის საბაზრო პირობებით განხორციელების პრინციპი, როდესაც დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების პირობები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები;
ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება.
ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები და ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციები;
დაკავშირეულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის თანამშრომლებისგან ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას.
ქ) კომერციული ბანკი – ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული ბანკი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები.
ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან ზემოთ ხსენებული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას.
ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას.
+
მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები🔗
1. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით. ამავდროულად, ბანკი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. ბანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
11. გაშლილი მკლავის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზის პროცესში, თუ ბანკის შიგნით ანალოგიური ტრანზაქცია არ არის ხელმისაწვდომი, ბანკმა უნდა მოიკვლიოს ბაზარზე განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების პირობები. ბანკმა შიდა პოლიტიკაში უნდა ასახოს ტრანზაქციების ანალოგების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რაც უნდა ითვალისწინებდეს ვადას, ვალუტას, ხანდაზმულობას, ტრანზაქციის შინაარსს და ა.შ. ამასთან, აღნიშნული ანალოგიური ტრანზაქციები თავსებადი უნდა იყოს ბანკის რისკის პროფილთან, ბიზნეს და ფასდადების მოდელებთან.
ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას.
2. ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების ძირითადი პრინციპები ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ საკითხებსა და დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
ბანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მახრეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია, მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა.
3. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური პროცედურები და პოლიტიკები პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვისათვის. აღნიშნული პროცესებითა და პოლიტიკებით შესაძლებელი უნდა იყოს დაკავშირებული მხარეებისა და ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეების დროული იდენტიფიცირება.
დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან.
31. დაკავშირებული მხარის იდენტიფიცირებისათვის, პოტენციურ დაკავშირებულ მხარეებს შორის ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობის შინაარსს და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეს.
ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს.
4. დაკავშირებულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისგან, თანამშრომლებისგან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისგან, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოებისგან ინფორმაციის პერიოდული გამჟღავნების ვალდებულებას. ამასთან, ბანკს უნდა ჰქონდეს მატერიალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვების პროცედურა.
კომერციული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მოცემულ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
5. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან და ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებთან იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.
ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორებთან, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის ადმინისტრატორებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.
6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის სიას (თანამდებობებს ან პირებს) უნდა ამტკიცებდეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას.
მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება🔗
7. ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ადეკვატურად განსაზღვრულ უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემას.
ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში დეტალურად უნდა იქნეს განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილებების დელეგირებათა სისტემის ფარგლებში ბანკებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ მატერიალურობის ზღვრები დაკავშირებული მხარეების ტიპის, ტრანზაქციის სახეებისა და მოცულობების მიხედვით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათ დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. ბანკების მიერ დაწესებული მატერიალურობის ზღვარი უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
9. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დებულების 61 მუხლის მოთხოვნებთან.
10. ბანკს უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ბანკის საქმიანობის, დაკავშირებულ მახრეებთან ტრანზაქციების მასშტაბებისა და კომპლექსურობასთან შესაფერისი კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები. ასეთმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებით გამოწვეული რისკების კონტროლი და მიტიგაცია, მათ შორის, დაკავშირებული მხარეების რისკის პოზიციების სტანდარტული პოლიტიკითა და პროცედურებით ჩამოწერა.
11. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
12. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.
13. ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ამ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შიდა აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
14. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ მატერიალური რისკის ამღები პირების, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის მატერიალური რისკის ამღებმა პირებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 4. ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება
1. ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში დეტალურად უნდა იქნეს განსაზღვრული შემდეგი საკითხები: |
ა) დებულების მიზნები და ამოცანები;
ბ) დებულების დამტკიცებასა და მასში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;
გ) ტერმინთა განმარტება;
დ) დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების დეტალური პროცედურა;
ე) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების სახეები, რომლებსაც კონტროლს უწევს ბანკი;
ვ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანალიზის პროცესი სხვადასხვა ფუნქციების პასუხისმგებლობებისა და შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტირების მოთხოვნების დეტალური აღწერით;
ზ) ნებადართული უზრუნველყოფის სახეები და ლიმიტები;
თ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცების პროცესი; მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასამტკიცებელი ტრანზაქციები და სხვა სტრუქტურებზე დელეგირებული უფლებამოსილებების ლიმიტები;
ი) დაკავშირებულ მხარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის პროცედურები და დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;
კ) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ჩამოწერის პროცედურა;
ლ) ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები ცალკეული ტრანზაქციების მიხედვით, აღნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით;
მ) დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგების სისტემა და გამჟღავნების/გამჭვირვალობის პოლიტიკა;
ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები.
ნ) დებულების დარღვევისათვის ბანკის მიერ დაწესებული სანქციები.
2. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო.
3. დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
დებულებაში ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან (რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ დებულებასთან) საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი დასაშვები გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებში და შესაბამისად მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი სანქცირებული გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
მუხლი 5. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება🔗
ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.
დაუშვებელია ქვემოთ მოცემული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ სამეთვალყურეო საბჭომ დაადელეგიროს ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება:
+
მუხლი 5. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება🔗
1. ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 1%-ს შორის მინიმუმს. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის მიზნებისათვის მოკლევადიანი რისკის პოზიციების შექმნა იმ ჯგუფის წევრი საწარმოების მიმართ, რომელსაც მიეკუთვნება ბანკი, საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ასეთი ლიმიტები უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს 10 სამუშაო დღის ვადაში;
2. დაუშვებელია, ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ, სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაადელეგიროს დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება:
ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 150,000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარსა და საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ს შორის მინიმუმს;
ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს;
გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარს;
ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს;
დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკში შემოდინებული ან ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და ბანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას;
ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე.
დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს. ამასთან, აღნიშნული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას.
ე) დაკავშირებული მხარის მიმართ არსებულ რისკის პოზიციაზე უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება, თუ აღნიშნული პირის მიმართ რისკის პოზიციის ნაშთი აჭარბებს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი ასეთი წევრი ან დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე.
სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა მონაწილეობდეს ტრანზაქციების დამტკიცებაში, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე და მოცემულ წევრს აქვს პირადი ინტერესი ტრანზაქციის განხორციელებაში. ასეთი წევრის დასწრება მხედველობაში არ მიიღება კრების კვორუმის განსაზღვრისას.
ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე.
5. უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი წევრი ან/და სხვა დაკავშირებული მხარე არ უნდა მონაწილეობდეს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ გამართულ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ მას აქედან რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის. ასევე, უმაღლესი მენეჯმენტის არცერთი ასეთი წევრი ან დაკავშირებული მხარე არ უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ამგვარ ოპერაციებთან დაკავშირებით.
ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს.
6. სამეთვალყურეო საბჭოს აუცილებლად უნდა წარედგინოს დაკავშირებულ მხარეებსა და მათთან დაგეგმილი ტრანზაქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის დამტკიცებისათვის.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და 10 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა უნდა წარმოადგინოს სამეთვალყურეო საბჭოსათვის მიწოდებული კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული წერილობითი/ელექტრონული ინფორმაცია და მასალები.
7. ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებულ მხარესთან ხელშეკრულებაში დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გარდა ამ დებულებით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებიც არ ცვლის ფინანსურ შეთანხმებას, არ ამცირებს და არ ცვლის უზრუნველყოფის საშუალებას და არ მოიცავს შეღავათების გაწევას დაკავშირებულ მხარეზე.
მუხლი 6. დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები🔗
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიცია არ აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს.
აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესით“ განსაზღვრულ „სტანდარტულ“ კატეგორიას.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სხდომებზე გამოყენებულ სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.
აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული ბანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 110%-ზე ნაკლებია გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის მთლიან თანხასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება.
+
მუხლი 6. დაკავშირებულ მხარეებთან აკრძალული ტრანზაქციები🔗
1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას. ამასთან, რისკის პოზიციას არ უნდა ჰქონდეს მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსი. დამატებით, მსესხებლის ლიკვიდობა, კაპიტალი და გადახდისუნარიანობა უნდა იყოს სტაბილური. ასევე, მსესხებელი უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, გააჩნდეს საშუალო სიმძიმის სტრესის შედეგების უმტკივნეულოდ შთანთქმის უნარი, უნდა ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს მოულოდნელი მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა, ასრულებდეს მომგებიანობასთან დაკავშირებულ მიზნებს და ჰქონდეს საკმარისი ლიკვიდობა, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული რისკის პოზიცია. სესხის რესტრუქტურიზაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულ პროცესში არ იქმნება დამატებითი რისკის პოზიცია.დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის მთლიანი თანხის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
11. აკრძალულია ბანკის დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, მესამე მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს ამ დებულების მოთხოვნებისგან თავიდან არიდებას.
დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია ბანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. აკრძალულია რომელიმე დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა ისეთი უზრუნველყოფით, რომლის საკრედიტო ხარისხიც მნიშვნელოვნად არის კორელირებული ბანკის საკრედიტო ხარისხთან. ასეთი უზრუნველყოფა მოიცავს და არ შემოიფარგლება ბანკის ან მისი შვილობილი საწარმოს ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით.
დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში.
3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ, თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 110%-ზე ნაკლებია, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ბანკმა არ უნდა გამოათავისუფლოს უზრუნველყოფის საშუალება რისკის პოზიციის მთლიანი ვადის განმავლობაში, თუ ამის შედეგად ირღვევა ამ პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი.
ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.
4. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის ღირებულებასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება.
ბანკის აქციონერებმა ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების გათვალისწინებით.
5. დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ასევე, დასაშვებია დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან უცხოეთში ლიცენზირებული საინვესტიციო რეიტინგის მქონე ბანკის გარანტია, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
აქციონერისა თუ ბენეფიციარი მფლობელის მიერ ბანკისგან მიღებული ნებისმიერი შემოსავლები, რომელთა გადახდა უკავშირდება აქციონერის მიერ ბანკისათვის გაწეულ მომსახურებას, ექვემდებარება ყოველწლიურ გამოქვეყნებას ცალკე ანგარიშგების სახით. აღნიშნული, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მიღებული შემოსავლების მოცულობების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალური აქციონერების, ბენეფიციარი მფლობელებისა და შემოსავლის სახეების (მაგ. ხელფასი, გაწეული მომსახურება, რომლის ბენეფიციარიც მოცემული აქციონერია) მიხედვით. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქციონერებზე და ბენეფიციარ მფლობელებზე, რომელთა წილი ბანკის განაღდებულ კაპიტალში 2%-ზე ნაკლებია.
6. დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ დასაშვებია არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა, თუკი ასეთი ტრანზაქციის შედეგად მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთის არაუზრუნველყოფილი ნაწილი არ აღემატება 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და ასეთი რისკის პოზიციის წარმოქმნა დასაშვებია ბანკის შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით. ჯამური რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილი იანგარიშება ამ დებულებით უზრუნველყოფისადმი დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.
7. დასაშვებია ბანკის ფინანსური შვილობილი კომპანიების მიმართ არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში.
მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე🔗
8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.
ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს.
9. ბანკის აქციონერებმა ბანკისაგან უნდა მიიღონ შემოსავლები გაუნაწილებელი მოგებიდან კანონიერად გადახდილი დივიდენდების სახით ბანკის განაღდებულ კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების გათვალისწინებით.
ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ რისკის პოზიციის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი რისკის პოზიციები:
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკმა უნდა გამოიყენოს რისკის პოზიციის ჯამური ოდენობა მათზე შექმნილი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვებით შემცირებამდე.
ა) ინვესტიციები;
დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს.
ბ) პოტენციური მოთხოვნები, რომელებიც წარმოიქმნება არადაკავშირებული მხარეების მიმართ არსებული რისკის პოზიციის უზრუნველსაყოფად დაკავშირებული მხარის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდის დაგირავებით, თუ ჩატარებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ამ სესხის დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდისგან მიღებული შემოსავლები;
ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ საზედამხედველო კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში.
გ) პოტენციური მოთხოვნები თავდებობის მიმწოდებლის/თანამსესხებლის მიმართ, როდესაც თავდები/თანამსესხებელი არის დაკავშირებული პირი, რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია ამ დებულების 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივით და კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნა;
მუხლი 8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება🔗
დ) საკრედიტო ხელშეკრულებების აუთვისებელი ნაწილები, თუ ყოველი ტრანშის ათვისების წინაპირობას წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვა;
ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს.
ე) საოპერაციო იჯარის ფარგლებში აღიარებული რისკის პოზიციები;
ბანკის სამეთვალყურეო საბჭო პერიოდულად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და მათ საწარმოებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ანგარიშგება უნდა იყოს საკმარისად დეტალური. ანგარიშგება უნდა ასახავდეს დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს. ანგარიშგება დამატებით უნდა ასახავდეს დადგენილი ლიმიტებიდან სანქცირებული გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას.
ვ) მოკლევადიანი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ჩვეულებრივი საქმიანობს ფარგლებში ტრანზაქციების განხორციელებისას;
ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.
ზ) დაკავშირებულ კომერციულ ბანკებთან არსებული ნოსტრო ანგარიშები.
ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად.
11. (ამოღებულია - 3.10.2023, №293/04).
ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
მუხლი 9. უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები🔗
მუხლი 61. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები🔗
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება.
ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე (მოქმედი) და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. უზრუნველყოფის ხელშეკრულების სამართლებრივ აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით, ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი მოკვლევა;
ბანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას.
ბ) ბანკისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით არ უნდა არსებობდეს უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ისეთი გარემოებები და შეზღუდვები, რაც მოვალის დეფოლტის შემთხვევაში ბანკს პოტენციურად შეუზღუდავს შესაძლებლობას, რომ დროულად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მოახდინოს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივების რეალიზაცია ან/და დასაკუთრება;
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით, ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.
გ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა იყოს შესაძლებელი;
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას.
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება ყველა ეტაპზე უნდა შესრულდეს გარე შემფასებლის მიერ და უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შეფასების დასაშვები ხანდაზმულობა;
ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ ბანკის აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროსა და ადგილს და მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს.
ე) უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და უნდა არსებობდეს ბანკის მხრიდან მასზე კონტროლი შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად დროული რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ბანკი უნდა აფასებდეს რისკის პოზიციის უზრუნველყოფის შემცირების ან გაუქმების რისკებს;
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს ბანკს.
ვ) უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის ვადა, სულ მცირე, უნდა იყოს საკრედიტო მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი.
მუხლი 10. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები🔗
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებით ბანკის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული/დასაბუთებული:
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფის საშუალების ლიკვიდურობა და მისი ღირებულების ისტორიული სტაბილურობა;
ბ) არსებობს თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულებას, აქტივთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შემუშავებული და დოკუმენტირებული ჰქონდეს აღნიშნული რისკების მართვის მექანიზმები ან/და სამოქმედო გეგმა და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
გ) უზრუნველყოფის საშუალების კომპლექსურობა და მისი თანმდევი რისკები;
დ) მსესხებლის დეფოლტის მაქსიმალური ალბათობა და დეფოლტის შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი გონივრულ ვადაში გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცედურების დაწყება ან/და უზრუნველყოფის საშუალების ბანკის მიერ რეალიზაცია/დასაკუთრება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე შეფასება არ მოითხოვება სახელმწიფო და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობად საინვესტიციო რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასება და დასაბუთება ბანკს სესხის გაცემამდე უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი მოთხოვნილი ინფორმაცია.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურული და ტექნიკური საკითხები, ბანკის მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს ასახული შესაბამის პოლიტიკა-პროცედურების დოკუმენტებში.
6. უზრუნველყოფის საშუალებები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ტიპის აქტივებიდან ერთ-ერთს:
ა) უძრავი ქონება;
ბ) ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;
გ) გარანტიები, რომლებსაც ბაზელ III-ის დებულების მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ასევე, ის გარანტიები, რომლებიც გაცემულია ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან/და საინვესტიციო რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ;
დ) საინვესტიციო რეიტინგის სავალო ფასიანი ქაღალდები და საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები;
ე) სტანდარტული ოქროს ზოდი;
ვ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები;
ზ) საკრედიტო და სალიზინგო პორტფელი;
თ) საწარმოო მანქანა-დანადგარები;
ი) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოფის სხვა საშუალება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ბანკი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებას/დასაბუთებას.
7. დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდის დასაკუთრების შემთხვევაში ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 7. ლიმიტები ტრანზაქციებზე🔗
1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკავშირებული მხარე მშობელი კომერციული ბანკი ან/და შვილობილი კომერციული ბანკია, რისკის პოზიციის ღირებულება, არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 5%-ს.2. ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი კომერციული ბანკის ან/და შვილობილი კომერციული ბანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.
3. დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც ბანკის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში შესყიდული აქტივებისა თუ მიღებული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ დასტურს.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გაანგარიშებისათვის რისკის პოზიციებში არ გაითვალისწინება ბანკის მიერ პირველადი კაპიტალიდან დაქვითული ინვესტიციები საწარმოების კაპიტალში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 8. დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ანგარიშგება და გამჟღავნება🔗
1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად. ანგარიშგება, მათ შორის, უნდა ასახავდეს:
ა) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს;
ბ) დადგენილი ლიმიტებიდან დასაშვები გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას;
გ) დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ბანკს შიდა პოლიტიკით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მატერიალურობის ზღვარი.
3. ბანკებმა ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.
4. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების სწორად გამჟღავნება წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში „ბასს 24“-ის შესაბამისად.
5. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს დაუსაბუთოს განსხვავებები წლიურ აუდირებულ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ დაკავშირებულ მხარეთა ტრანზაქციებსა და ეროვნულ ბანკთან წარდგენილ ანალოგიურ ინფორმაციას შორის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 9. უმაღლესი მენეჯმენტის ვალდებულებები🔗
1. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ინტერესთა კონფლიქტის აცილება და არ დაუშვან საკუთარი ინტერესების ბანკის ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.2. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება.
3. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის ჯანსაღი პრაქტიკისა და მისი არიდების მოტივაციის შექმნის მიზნით უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სანქციები დარღვევების გამოვლენისას.
4. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია ბანკს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.
5. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან საბანკო ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას.
6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში მათ მიერ ბანკის ან ბანკის მშობელი საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ ამ პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროს, ადგილს, მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში, მათმა ქმედებებმა ზარალი არ უნდა მიაყენოს ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
+
მუხლი 10. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები🔗
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:ა) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება კონკრეტული პირის დაკავშირებულ მხარედ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
ბ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ბანკთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მატერიალური რისკის ამღები პირების დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია ადმინისტრატორთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.
დ) მოსთხოვოს ბანკს პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესება ინტერესთა კონფლიქტის მართვის გაუმჯობესების მიზნით.
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვოს ბანკს ჩაატაროს რისკის შემცველი კონკრეტული ტრანზაქციების გარე აუდიტი ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენისა და ამ დებულებასთან შესაბამისობის დაზუსტების მიზნით. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ითანამშრომლოს ბანკის გარე აუდიტორთან ამდებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესში. გარე აუდიტის მხრიდან ბანკისათვის აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის დამატებითი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, ხარჯებს სრულად ანაზღაურებს ბანკი.
ვ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებული მხარის მიმართ კონკრეტული მოთხოვნის საზედამხედველო კაპიტალიდან სრულად ან ნაწილობრივ დაქვითვა თუ აღნიშნული რისკის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით წარმოადგენს მაღალი რისკის მატარებელს.
ზ) გადაჭარბებული რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში ბანკს აუკრძალოს დაკავშირებულ მხარეებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, მათ შორის, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულადი სახსრების ან რაიმე სახის პრემიის ან ჯილდოს სახით გაცემა.
თ) მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული ზომები საზედამხედველო არბიტრაჟის გამომჟღავნებისას, რაც უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას.
ი) ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოთხოვოს იმ თანამშრომლის გათავისუფლება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული შეხედულებით დაარღვია ეს დებულება და თუ ასეთი ქმედება წარმოადგენს არაჯანსაღ პრაქტიკას.
კ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს მხოლოდ დამოუკიდებელი წევრების მიერ;
თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად.
ლ) მოსთხოვოს ბანკს აღიარებული უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შეფასება, მათ შორის, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ;
თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა.
მ) მოსთხოვოს ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციას კონკრეტული ტრანზაქციის, დაკავშირებული მხარეების სიის ან/და სხვა დაკავშირებული საკითხის შემოწმება.
თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ ბანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის ბანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების ბანკისათვის დაბრუნებისათვის.
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი დასაბუთებით, თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს კონკრეტული პირის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციად აღიარება და კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად.
მუხლი 11. ჯარიმები და სანქციები🔗
3. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ამ მუხლში აღწერილი ნებისმიერი მოთხოვნა არ განხორციელდა, ან დროისა და გარემოებების გამო სამომავლოდაც არ მოყვება შედეგი, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მათ შორის, დამრღვევი ბანკის საბანკო ლიცენზიის გაუქმება ან, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა.
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმებსა და სანქციებს ბანკისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ.
მუხლი 12.
გარდამავალი ხასიათის დებულებები
4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრმა, აქციონერმა ან მაკონტროლებელმა პირმა მიიღო სარგებელი (მასთან დაკავშირებული პირის ან თავად მის მიერ ბანკთან ტრანზაქციის განხორციელებით), რომელიც აღემატება მოცულობას, რასაც იგი მიიღებდა ამ დებულების შესაბამისად გაშლილი მკლავის პრინციპზე დაყრდნობით მოქმედების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია, მოთხოვოს ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მიიღონ ზომები აღნიშნული ნამეტი სარგებლის ბანკის მიმართ ვალდებულებად აღიარებისათვისა და რესურსების ბანკისათვის დაბრუნებისათვის.
ბანკები ვალდებული არიან, ამ დებულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის ვადაში მოიყვანონ პოლიტიკები და პროცედურები დებულებასთან შესაბამისობაში და შეიმუშავონ ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 წ.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ბანკებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა საქმიანობის ამ დებულების შესაბამისად წარმართვისათვის.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე ბანკის მიერ ტრანზაქციების დამტკიცება იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან, თუ მათი მოცულობა აღემატება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს.
+
მუხლი 11. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზედამხედველო ზომებს ან/და სანქციას (ფულად ჯარიმას) ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 27 აპრილის ბრძანება №91/04 - ვებგვერდი, 28.04.2020 წ. + მუხლი 12. გარდამავალი ხასიათის დებულებები🔗1. ბანკები ვალდებული არიან, ამ დებულების ძალაში შესვლიდან ხუთი თვის ვადაში მოიყვანონ პოლიტიკები და პროცედურები დებულებასთან შესაბამისობაში და შეიმუშავონ ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ბანკებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა საქმიანობის ამ დებულების შესაბამისად წარმართვისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე ბანკის მიერ ტრანზაქციების დამტკიცება იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან, თუ მათი მოცულობა აღემატება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი ტრანზაქციების დამტკიცება, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები. 5. ბანკმა 2022 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც არღვევს ამ დებულების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ლიმიტებს, აღნიშნულ ლიმიტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ივნისისა. ამასთან ბანკმა: ა) 2022 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა; ბ) 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №101/04 - ვებგვერდი, 04.05.2020 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №193/04 - ვებგვერდი, 02.11.2020 წ.
დანართი №1 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 1. ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“; 2. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); 3. საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA); 4. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); 5. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC); 6.ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO); 7. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №293/04 - ვებგვერდი, 01.11.2023 |
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი ტრანზაქციების დამტკიცება, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტითა და მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“, №26/04, 10.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016159 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2763188-7/