საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/21 |
|
2015 წლის 11 მარტი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის“ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №3/653 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“ დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის 36-ე პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 ივლისის №597 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს.
2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. მუზეუმის სახელწოდებაა - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“. 4. მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №1. |
მუხლი 2.
მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი |
1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.
2. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 3. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. მუზეუმის მიზანია: ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს დადიანების საგვარეულოსთან დაკავშირებული მასალები – მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, იკონოგრაფიული, ეთნოგრაფიული მასალები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები და სხვა, რომელიც სრულად წარმოაჩენს ამ გვარის წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული პირებისა და მოვლენების ისტორიას; ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან პროპაგანდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე; გ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები; დ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები. 5. მუზეუმის ფუნქციებს და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან თანამშრომლობა; კულტურული პროგრამების შემუშავება, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა; ბ) სტაციონალური ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა; გ) როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის: გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა; დ) მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება; ე) მუზეუმში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცვხო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; ვ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო-გადაუდებელი, გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; თ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა; ი) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა; კ) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ლ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;; მ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მუზეუმში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა.; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მუზეუმში დაცული კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა. 6. მუზეუმს უფლება აქვს: ა) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; ბ) წარმართოს შრომით ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად; გ) საკუთარი სახელით განაახორციელოს თავის უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; დ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ე) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ვ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი; ზ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კვალიფიკაციის ამღლების მიზნით განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად. |
მუხლი 3.
მუზეუმის მართვა და სტრუქტურა |
1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს; უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი; ე) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს დებულებას; თ) სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს - სარესტავრაციო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ნ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურეობრივ ინსტრუქციებს; ო) ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს; 5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ან ერთ-ერთი თანამშრომელი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 4.
მუზეუმის სამეცნიერო საბჭო |
1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი. 3. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. დირექტორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე. 4. სამეცნიერო საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმისა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 5. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა. |
მუხლი 5.
მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი |
1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. |
მუხლი 6.
მუზეუმის ქონება |
1. მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) მუზეუმის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. |
მუხლი 7.
მუზეუმის დაფინანსების წყაროები |
1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) გრანტები და შემოწირულობანი; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) მუზეუმის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. |
მუხლი 8.
საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი |
1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3.მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
მუხლი 9.
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. |
მუხლი 10.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
+
ბრძანება №05/21
+
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №3/653 ბრძანება.
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
+
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
3. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. მუზეუმის მიზანია: ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს დადიანების საგვარეულოსთან დაკავშირებული მასალები – მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, იკონოგრაფიული, ეთნოგრაფიული მასალები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტოები და სხვა, რომელიც სრულად წარმოაჩენს ამ გვარის წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული პირებისა და მოვლენების ისტორიას; ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან პროპაგანდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე; გ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები; დ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები. 5. მუზეუმის ფუნქციებს და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან თანამშრომლობა; კულტურული პროგრამების შემუშავება, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა; ბ) სტაციონალური ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა; გ) როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის: გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა; დ) მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება; ე) მუზეუმში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცვხო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; ვ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო-გადაუდებელი, გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; თ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა; ი) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა; კ) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ლ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;; მ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მუზეუმში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა.; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მუზეუმში დაცული კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა. 6. მუზეუმს უფლება აქვს: ა) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა; ბ) წარმართოს შრომით ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად; გ) საკუთარი სახელით განაახორციელოს თავის უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; დ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ე) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; ვ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი; ზ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;თ) კვალიფიკაციის ამღლების მიზნით განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად.
+
მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
+
მუხლი 31. სამეთვალყურეო ორგანო – მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭო
1. მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუზეუმის მართვის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
2. საბჭო იქმნება 5 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
3. მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე და მოახდინოს მისი ახალი წევრით ჩანაცვლება. ახალი წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომებს ესწრება არანაკლებ 3 წევრი მაინც, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარე.
5. თავმჯდომარის მიერ საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება თვეში ერთხელ მაინც. სხდომის დღის წესრიგის შესახებ საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღისა.
6. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები/დარგის ექსპერტები.
7. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წინამდებარე დებულებით მისთვის განსაზღვრულ საკითხებზე საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს ამ მიზნით სხდომაზე მოწვეული მუზეუმის თანამშრომელი. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ მხოლოდ ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
9. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს წერილობით, რომელიც უნდა დაერთოს სხდომის ოქმს.
10. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუზეუმის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების დამტკიცების თაობაზე, სხდომის ოქმის საფუძველზე, ფორმდება საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
+
მუხლი 32. საბჭოს ფუნქციები
საბჭოს ფუნქციებია:
1. მუზეუმის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმებით მისი დამტკიცება.
2. მუზეუმის მართვის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციული, სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების საკითხის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
3. მუზეუმის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მის საფუძველზე შესაბამისი კონკურსების გამოცხადების კოორდინაცია, ასევე საკონკურსო კომისიის ფუნქციის შესრულება.
4. მუზეუმის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხების განხილვა და ამ მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების სამინისტროსთვის წარდგენა.
5. მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ტიპის აქტივობების (გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო კონფერენციები, გამოცემები და ა.შ) დაგეგმვა ქვეყნაში/ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათი განხორციელების კოორდინაცია.
6. სამუზეუმო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით (მ.შ. ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების, ახალი ექსპოზიციების მოწყობის, მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვის, დიგიტალიზაციის, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების, საგანმანათლებლო პროგრამების და სხვა) შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობა.
7. საბჭოს სხდომის ოქმები, გარდა უშუალოდ სამინისტროსათვის წარმოსადგენი საკითხებისა, შესაბამისი რეაგირებისათვის ეგზავნება მუზეუმის დირექტორს, რომელიც ვალდებულია აღნიშნული რეკომენდაციების/გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით, განახორციელოს მუზეუმის დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაბამისი ქმედებები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 ივლისის ბრძანება №83/ნ - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
+
მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო
+
მუხლი 5. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი
+
მუხლი 6. მუზეუმის ქონება
+
მუხლი 7. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
+
მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
+
მუხლი 9. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/21. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.016146.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“, №05/21, 11.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2764421/