ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №109 |
|
2015 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
1. ქალაქ ქუთაისში, 359251.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.358) შეიქმნას ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში - ქუთაისის ჰუალინგის თიზ), 30 წლის ვადით.
2. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №212921999).
3. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.
4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 30 მაისამდე, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;
ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.
5. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
6. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეტანა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარებით.
7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.
8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან 2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან თიზ-ის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - არა უგვიანეს 2020 წლის პირველი დეკემბრისა.
10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
12. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
|
+
შექმნის შესახებ
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1🔗
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე:
1. ქალაქ ქუთაისში, 359251.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.358) შეიქმნას ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შემდგომში - ქუთაისის ჰუალინგის თიზ), 30 წლის ვადით.
11. გაიზარდოს ქალაქ ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი შემდეგი ფართით: ქალაქი ქუთაისი, 221 045.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №42 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.707) (შემდგომში − თიზ-ის გაზრდილი ტერიტორია) და მისი ტერიტორია ჯამში განისაზღვროს 580 296.00 კვ/მ-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №03.01.21.358; №03.01.21.707).
2. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №212921999).
3. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.
31. თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბერი.
4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 30 მაისამდე, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:
4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENTS GROUP LTD“-ის მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითითებული:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;
ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;
გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა, გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.
ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა.
41. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, შეასრულოს „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებით განსაზღვრული, „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიწის ნაკვეთის გაზრდისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 18 თებერვლის №4108 ბრძანებაში მითითებული ვალდებულებები, კერძოდ:
ა) თიზ-ის გაზრდილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:
ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება, თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარდგენილი სიტუაციური გეგმის/ნახაზის შესაბამისად;
ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;
ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);
ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;
ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;
ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების დაშვება;
გ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა;
დ) შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.
5. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
6. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეტანა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარებით.
7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2015 წლის 30 მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.
9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი მაისისა, საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან 2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან თიზ-ის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - არა უგვიანეს 2020 წლის პირველი დეკემბრისა.
10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
101. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა, თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
111. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის გაზრდილ ტერიტორიაზე, თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის №25 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
12. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 მაისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
+
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“?
- „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ მიღებულია 10.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 300390000.10.003.018494.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“, №109, 10.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018494 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2765458/