ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2015 წლის 31 მარტი დ. ლენტეხი |
1) ფიზიკური პირებისათვის დაწესდეს შეღავათი და გადასახადი განისაზღვროს 0-ლარი.
2) იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი შემდეგის მიხედვით:
ა) სახერხი საამქროები - 50 ლარი;
ბ) ინდმეწარმეები:
ბ.ა) სასურსათო მაღაზიები - 5 ლარი;
ბ.ბ) სასადილოები - 10 ლარი;
გ) გარემოვაჭრეები - 20 ლარი;
დ) სკოლები - 10 ლარი;
ე) ა (ა)იპ-ები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები 20 ლარი.
|
+
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 16.06.2015წ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ. ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 16.06.2015წ.
+
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის , მე-16 მუხლის ,,დ“- ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 1 (ერთი) ლარი ერთ სულზე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) ლარისა სულზე, ამასთან სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად;
2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს 0,50 ლარით;
3. იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის და დაწესებულებებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი:
ა) საოჯახო სასტუმროებისათვის, გარე მოვაჭრეებისათვის 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;
ბ) მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები – 10.კვ/მ-მდე ფართი 10-ლარი, 10კვ/მ ზემოთ 20 ლარი;
გ) სასტუმრო, საჯარო სკოლები, ბენზოგასამართ სადგურები და საავადმყოფო 50 ლარი;
დ) კვების ობიექტები 30 ლარი;
ე) სხვა დაწესებულებებისათვის 20 (ოცი) ლარი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 მაისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 16.06.2015წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის დადგენილება №07 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მაისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 15.05.2019წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 30.03.2021წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №09 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.
+
მუხლი 11
დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი N1-ის მიხედვით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 16.06.2015წ.
+
დადგენილების ასლი ჩაჰბარდეს მოსაკრებლის გადამხდელ იურიდიულ პირებსა და ინდმეწარმეებს.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი
+
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 16.06.2015წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
+
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. სამართალდარღვევების გამოვლენასა და კონტროლს, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ახორციელებს მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება სპეციალურად ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი მაკონტროლებელ ჯგუფთან ერთად.
5. მოსაკრებლებზე ხელშეკრულება გააფორმოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებამ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მაისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 15.05.2019წ.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ფიქსირებული გადასახადის შესაბამისად.
3.გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1- წლის განმავლობაში .
4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისათვის.
2. ნარჩენის წარმომქნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა.
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.
მოსაკრებლი მთლიანად ჩაირიცხება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გადასახადის გადამხდელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 25-რიცხვამდე.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მაისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 15.05.2019წ.
მუხლი 7.
მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხზე კონტროლი დაევალოს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის დადგენილება №08 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მაისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 15.05.2019წ.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.03.2015. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.115.016162.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრის და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №11, 31.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016162 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2797288/