„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2015 ძალადაკარგული 18.03.2021
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
300380000.16.009.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 ნოემბრის №26 დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი
+



ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი

 


+
მუხლი 1. წესის მიზანი და ამოცანები
1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების  გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის (შემდგომში – ლიცენზიატი)  გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს.

2. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დადგენისათვის გამოიყენება წამახალისებელი რეგულირების პრინციპები, რომლებიც ემყარება განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების ოდენობის დადგენას ბუნებრივი გაზის დანაკარგების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.

3. ამ წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) დადგენილებით, თითოეული განაწილების ლიცენზიატისათვის ცალ-ცალკე.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე კომისიის მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“.


+
მუხლი 2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში  ნორმატიული დანაკარგების დადგენის წესი
1.      ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი  წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით განაწილებისას  და იანგარიშება ამ წესის შესაბამისად.

2. განაწილების ლიცენზიატების მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით.

3.  სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტულ მაჩვენებელსა და საბაზისო წლის (t-1) ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 2%‑ს, სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 2%‑ით.

5. (ამოღებულია  - 25.10.19, №25).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 05.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.11.2019 წ.

+
მუხლი 3. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ჯამური დანაკარგები
1.  ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებულ (gმიღ)  და გაცემულ(gგაც ) და დარიცხულ  ოდენობათა შორის სხვაობას.

2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ნორმატიული დანაკარგების ოდენობა (G) თითოეული წლისათვის იანგარიშება ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული(gმიღ) ბუნებრივი გაზის ჯამური მოცულობისა  და კომისიის მიერ ამ წლისთვის დადგენილი დანაკარგის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებლის (L) ნამრავლით.

 

G = gმიღ · L                                              (2)


+
მუხლი 4. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით. 

+
მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
1. (ამოღებულია - 28.03.2017 წ. №5).

2. თუ ლიცენზიატს  ამ წესის საფუძველზე პირველად უდგინდება ნორმატიული დანაკარგი და მეორე მუხლის მე‑3 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული მაჩვენებელი აღემატება 2%‑ს, ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი მომდევნო 5 სატარიფო წლის პერიოდზე განესაზღვრება წინასწარ, თითოეულ სატარიფო წელზე ცალ-ცალკე. ხუთწლიანი პერიოდისათვის ნორმატიული დანაკარგების პროცენტული მაჩვენებლების დადგენა ხდება ტარიფების გაანგარიშების წელს (t), ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა სამი წლის  (t-1, t-2 და t-3) მონაცემების საფუძველზე, შემდეგი წესით:

ა) სატარიფო რეგულირების პერიოდის პირველი სატარიფო წლისთვის (t+1) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 3 წლის განმავლობაში ლიცენზიატის ფაქტობრივი დანაკარგების პროცენტულ მაჩვენებლებსა და საბასიზო წელს (t-1) საქართველოში არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში დანაკარგის პროცენტულ მაჩვენებელს შორის უმცირესით:

ბ) სატარიფო რეგულირების პერიოდის მე-2-მე-5 სატარიფო წლებისათვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობები  განსაზღვრულ 5 სატარიფო წლის პერიოდში უცვლელია, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული გამონაკლისისა.

4. ლიცენზიატს, რომელსაც ბუნებრივი გაზის დანაკარგი დაუდგინდა ამ მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე და წინასწარ განსაზღვრული 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სხვა განაწილების ლიცენზიატის ბუნებრივი გაზის განამაწილებელ ქსელზე მოიპოვა მფლობელობა, უფლება აქვს მოითხოვოს ნორმატიული დანაკარგის ოდენობის გადაანგარიშება ამ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში შეიძლება გადაანგარიშდეს მხოლოდ მომავალი სატარიფო წლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა/ოდენობები.

5. თუ პირზე 2019 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია და ამავდროულად, არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ის ოდენობით.

6. თუ პირი ფლობს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიას და ამავდროულად, არ არსებობს ისტორიული მონაცემები შესაბამის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში არსებული ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ, შესაბამისი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ის ოდენობით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნორმატიული დანაკარგის მაჩვენებელი დადგენილია პერიოდისათვის, რომელიც სრულდება სატარიფო რეგულირების პერიოდის დასრულებამდე, დარჩენილი სატარიფო წლებისათვის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება 2%-ით

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 05.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 01.11.2019 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ, №5, 26.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016116 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2800042-2/