ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2015 ძალადაკარგული 18.01.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016167
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 6 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის“  დებულება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
+



ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

+
მუხლი 1. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
1. გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო-გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ კონსოლიდაციას, დაინტერესებული პირებისათვის /უწყებებისათვის/ ინფორმაციის მიწოდებას, საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას და სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  ,,საქართველოს კონსტიტუციის“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

+
მუხლი 2. სამსახურის უფროსი:
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას  და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადაგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი,  დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
2. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
3. საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
4. სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია  და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისათვის/ მიწოდება.

+
მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე;
3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ უფლებამოსილებების შესრულებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 06.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016167 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2802757-1/