ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) მშვიდობის გამზირიდან მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარცხენა ზოლზე მოძრაობა განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ;
ბ) ლიახვის ხიდიდან მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პირდაპირ და მარჯვნივ მოძრაობისას გაეზარდოს მოძრაობის დრო;
გ) შინდისის გზატკეცილის მხრიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარჯვენა ზოლში მოძრაობა განხორციელდეს ყველა მიმართულებით;
+
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2015 წლის 3 აპრილი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები დანართის 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის 1(ერთი) ფურცლად)
+
მუხლი 2🔗
დაევალოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას განახორციელოს კანონით გათავლისწინებული ღონისძიებები.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები
1.
სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალოს სატვირვო ავტომობილების მოძრაობა;
2.
ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით);
3.
გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით);
4.
სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
5.
რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე წერეთლის ქუჩიდან გარსევანიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით);
6.
რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (დ.ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
7.
ცხინვალის გზატკეცილზე მონაკვეთი პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
8.
მშვიდობის გამზირსა და ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშანზე განხორციელდეს შემდეგი სახის რეგულირება:
1. სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალოს სატვირვო ავტომობილების მოძრაობა;
2. ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით);
3. გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით);
4. სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
5. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე წერეთლის ქუჩიდან გარსევანიშვილის ქუჩამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით);
6. რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა (დ.ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით);
7. ცხინვალის გზატკეცილზე მონაკვეთი პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
8. მშვიდობის გამზირსა და ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშანზე განხორციელდეს შემდეგი სახის რეგულირება:
ა) მშვიდობის გამზირიდან მომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარცხენა ზოლზე მოძრაობა განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირ;
ბ) ლიახვის ხიდიდან მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პირდაპირ და მარჯვნივ მოძრაობისას გაეზარდოს მოძრაობის დრო;
გ) შინდისის გზატკეცილის მხრიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მარჯვენა ზოლში მოძრაობა განხორციელდეს ყველა მიმართულებით;
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“, №34, 03.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.174.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2804655-1/