საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018549
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში ‑ ცენტრი).

2. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ცენტრის დებულების ამოქმედებამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.

6. ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულების დამტკიცება, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც დაექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;

ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი;

დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“.

მუხლი 3
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №217 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აპრილიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი