საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2014 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2014  წლის 10 მარტი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში ‑ ცენტრი).

2. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ცენტრის დებულების ამოქმედებამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.

6. ცენტრი ჩაითვალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი