ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9-34 |
|
2015 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 3 (სამი) წარმომადგენელი;
ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 3 (სამი) წარმომადგენელი;
გ) დარგის მოწვეული ექსპერტების და საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის 3 (სამი) წარმომადგენელი.
2. საბჭოს შემადგენლობას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
5. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში, ახორციელებს მის უფლებამოსილებებს და კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შესაძლებელია განხორციელდეს საბჭოში შემავალი წევრების ან/და წევრების ნაწილის როტაცია.
7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების როტაციის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წერილობით უნდა მიმართოს სამინისტრომ და მოითხოვოს საბჭოს წევრთა ცვლილება, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს განკარგულებას საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. საბჭოს მოწვეულ ექსპერტებს უნდა ქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
ა) ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა–ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა;
ბ) ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა;
გ) დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ახალი მშენებლობის პროექტების, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განხილვა;
დ) დედაქალაქის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობით განვითარებასა და ცალკეული შენობების იერსახესთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება;
ე) დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ტერიტორიის დაგეგმარების, განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის საპროექტო წინადადებისა და პროექტების, ასევე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის არეალისათვის შემუშავებული წინადადებების განხილვა;
ვ) დედაქალაქის ტერიტორიაზე, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების საპროექტო წინადადებებისა და პროექტების (მცირე ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების) განხილვა.
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;
თ) სხვა საქმიანობა საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ზემოაღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს მერიის საქალაქო სამსახურებიდან, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან და სხვა, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები, რომელიც აუცილებელია საბჭოს მუშაობისათვის.
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წევრების მუშაობას;
გ) ხელს აწერს საბჭოს მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და წინადადებებს, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმს;
დ) იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს;
ე) საბჭოს სახელით აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;
ვ) საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საბჭოს წევრებს;
ზ) განსაზღვრავს საბჭოს სხდომების დღის წესრიგს, ადგენს სამუშაო გეგმას და კონტროლს უწევს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
თ) ყოველწლიურად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წერილობით ანგარიშს საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას;
კ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების გამართვას, განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, კოორდინაციას უწევს მის მუშაობას, აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას და ხელს აწერს ოქმს;
ბ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;
გ) კონტროლს უწევს საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შეგროვებას, მის დამუშავებას და საბჭოს წევრებს აწვდის დღის წესრიგს;
დ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
ა) საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და ამ საკითხებისათვის კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების ან დასკვნისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაასაბუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. საბჭოს წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა, ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, ქონებრივი ან სხვა პირადი დაინტერესება განსახილველ საკითხთან.
4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება საბჭოს მიერ შესასრულებელ საქმიანობას;
გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
დ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
ე) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ზ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;
თ) გარდაიცვალა;
ი) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტის „ბ’’, „გ“ და „დ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობს საბჭო, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს განკარგულებას საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
3. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში.
5. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
6. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3 მაინც.
7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
8. გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
+
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №20-71 - ვებგვერდი, 18,08,2018 წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე–3 პუნქტის, მე–17 მუხლის მე–4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების და ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №20-71 - ვებგვერდი, 18,08,2018 წ.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
+
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №20-71 - ვებგვერდი, 18,08,2018 წ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში ”საბჭო”) წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე.
+
მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
ბ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 3 (სამი) წარმომადგენელი;
2. საბჭოს შემადგენლობას, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
7. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების როტაციის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წერილობით უნდა მიმართოს სამინისტრომ და მოითხოვოს საბჭოს წევრთა ცვლილება, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს განკარგულებას საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. საბჭოს მოწვეულ ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
+
მუხლი 3. საბჭოს კომპეტენცია
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;
2. ზემოაღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს მერიის საქალაქო სამსახურებიდან, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან და სხვა, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები, რომელიც აუცილებელია საბჭოს მუშაობისათვის.
+
მუხლი 4. საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
+
მუხლი 5. საბჭოს მდივანი
+
მუხლი 6. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
ა) საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებითб მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და ამ კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების ან დასკვნისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაასაბუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება.3. საბჭოს წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, ქონებრივი ან სხვა პირადი დაინტერესება განსახილველ საკითხთან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობს საბჭო, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს განკარგულებას საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
+
მუხლი 7. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და ქვორუმი
3. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
4.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმოებაში არსებული და საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების საბჭოზე წარდგენას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი.
5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
6. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3 მაინც.
8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
9. გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
+
მუხლი 8. ანგარიშგება
1. საბჭო თავის სხდომებზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.04.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9-34. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016147.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №9-34, 17.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2814467/