თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
გემის პორტში შესვლის ან პორტიდან გასვლის, გემის საპორტო წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში ან სპეციალურ დერეფანში მოძრაობის ან დგომის წესის ან გემში მგზავრთა ჩასხდომის, გემით მგზავრობის ან გემიდან მგზავრთა გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დარღვევა –
გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4333
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1022-986(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
შესაბამისად, პორტის იურისდიქციაში, ანუ რეიდზე უძრავად მდგომი გემიდან სამაშველო ნავის ჩაშვება, უპირველესად, წარმოადგენს „ნავსადგურების წესების“ და არა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ნავსადგურების წესების“ დარღვევა წარმოადგენს ზოგადად საზღვაო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება