თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
1.
საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა –
გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5628 – ვებგვერდი, 09.01.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-554(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
გ) არ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი; დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე…
- საქმე №ბს-793(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდამრღვევისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება წარმოადგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს.
- საქმე №ბს-1287(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 102-ე, 122-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სახის სამუშაოების განხორციელებას, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის/შეთანხმებული შეტყობინების სახით.
- საქმე №ბს-463(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2022
…კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის (განსახილველ შემთხვევაში 1988წ.) მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ჭ. ბ-ეის კომლიდან გასვლა თუ გამოყოფა, არ არსებობს განცხადება ჭ.
- საქმე №ბს-274-415-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2003
ა-მა სათანადოდ არ შეამოწმა მძღოლ ფ-ეს ჰქონდა თუ არა სატრანსპორტო ბარათი და ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის საჭირო საბუთები და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, როცა ვალდებული იყო ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილიც გამოეყენებინა. სასამართლოს მოსაზრებით, გ. ა-მა დაარღვია “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც დამრღვევი მძღოლის მიმართ ადმნისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არასრულყოფილად შედგენაში გამოიხატა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.