თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-140(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…დღის ვადაში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილებით გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე.
- საქმე №ბს-463(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2022
…კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის (განსახილველ შემთხვევაში 1988წ.) მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. საქმის მასალებით არ დასტურდება ჭ. ბ-ეის კომლიდან გასვლა თუ გამოყოფა, არ არსებობს განცხადება ჭ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება