თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-245-243(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2017
…ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის). საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს…
- საქმე №ბს-770-739(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2008
ჭ-ას მიმართ საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დადგინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება _ ტვირთამწეობის დადგენილ ზღვარზე გადაჭარბება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება