თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მცურავი და ტვირთის გადასაზიდად გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე გადაზიდვის მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.
სატვირთო ვაგონების, ავტომობილების, ავტომობილების მისაბმელების, კონტეინერების, ტრიუმების და მცურავ საშუალებათა სხვა სატვირთო სათავსოების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, სატვირთო ეზოების, რკინიგზის სადგურების, სატვირთო საავტომობილო სადგურების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) და იმ საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე სატვირთო ეზოების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) სატვირთო რაიონების და ზემოაღნიშნული საწყობების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ყოფნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-554(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
…ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდეგში „კოდექსი“). კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-1084(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
…კოდექსით. მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება განიხილება უნებართვო მშენებლობად. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-1287(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
…ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 102-ე, 122-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სახის სამუშაოების განხორციელებას, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის/შეთანხმებული შეტყობინების სახით.
- საქმე №ბს-1158(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
ამასთან, მოცემული კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: თვითმმართველ ქალაქში - 6 000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-34(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-245-243(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2017
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება