ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1621 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1197(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
…აღმასრულებელი კომიტეტის მითითებული გადაწყვეტილების ნ. ა-ეისადმი კუთვნილების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღმასკომის 20.03.1991 წლის გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი იყო ადმინისტრაციული აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები თავის თავში აერთიანებს ცალმხრივ და მრავალმხრივ მოწესრიგებებს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება