1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს: გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია, და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე.
2. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი იგი გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა.
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4255 – ვებგვერდი,01.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.02.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.02.2011 კანონი №4255
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-973-559(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2006
კასატორი თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე და 255-ე მუხლებზე აპელირება უადგილოა და კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან. კასატორის განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანო, ზაკ-ის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება