თავი VIII — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრო- და თბოენერგიის გამოყენებისა და წყალმომარაგების დარგებში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორი შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1287(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 102-ე, 122-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სახის სამუშაოების განხორციელებას, რომელსაც ესაჭიროებოდა…
- საქმე №ბს-1158(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
…93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
- საქმე №ბს-1421(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 95-ე და 96-ე მუხლებზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება