თავი IX — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგომიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310016001280197 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.09.2018
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის 2016 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით, „საჯარო ს----------- შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მულის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო ს----------- ანალიტიკური სამმართველოს უ--------ს 16.02.2016…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება