ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 20 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 30 ლარი, ხოლო საკრებულოს ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის - 20 ლარი.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიის, ფრაქციის და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 08.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016166 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2836275-1/