1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესის და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად.
2. საუწყებო საავტომობილო გზით სარგებლობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეს გზა ეკუთვნის.
3. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-691-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ვერ აქცევდა. 26. პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად, ამ უკანასკნელისგან მომდინარე მიზეზით ზიანის დადგომაზე უთითებდა სსკ-ის 992-ე მუხლი.,,საავტომობილო გზების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება