1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საგზაო ორგანოებს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.
2. საგზაო ორგანოები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი თუ ამ შემთხვევის მიზეზი იყო ის, რომ საგზაო ორგანოებმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობანი. მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იმ საგზაო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელიც განაგებს საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთს.
4. საგზაო ორგანიზაციებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-82-275-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2003
დ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მიუთითა «საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც საგზაო შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოს საქმის კურსში ჩაყენება ევალება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შსს სტრუქტურებს და არა რიგით მოქალაქეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება