1. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:
ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს);
ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია;
გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;
დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;
ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;
ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ;
ზ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება;
თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა.
2. ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს საგზაო პოლიციას.
3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე/გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია იმავე დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1341 – ვებგვერდი, 22.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1341
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-191(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
…მდებარეობს აეროდრომის რაიონში, რომელიც ამ ტერიტორიისთვის ზღუდავს შენობა-ნაგებობების სიმაღლეს, ეგს „თ...ი" და ეგს „ა...-ის" დაცვის ზოლში,...ის დამცავ ზონაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გზისპირა ზონაში, რომელშიც „საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების…
- საქმე №ას-1009-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…ვალდებულება აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაზსადენის გადაადგილებისათვის/გადატანისათვის გაწეული ხარჯი, ჯამში - 13 534.39 ლარის ოდენობით. 4.5 პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელე მხარის/აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლით მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გააჩნდეს დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკური პირობა მილების…
- საქმე №ბს-1092(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
სააპელაციო პალატამ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება სადავო სამშენებლო ნებართვის გაცემის საკითხის…
- საქმე №ბს-1407(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ხმაური, ავტომანქანის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საპროექტო ობიექტები უნდა განთავსდეს მდინარის სანაპიროზე უშუალოდ სატრანსპორტო ხიდის სიახლოვეს. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი…
- საქმე №2კ-199აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
ა–ი წყლის მილების მოთავსების მიზნით, ტრაქტორის საშუალებით თხრიდა მიწას, რა დროსაც არ გაითვალისწინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წინდახედულობის ნორმის მოთხოვნები, გასცდა მის მონაკვეთს, წინასწარ შეუთანხმებლად, უნებართვოდ…
- საქმე №ბს-832(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1346-921(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2006
- საქმე №080310017002136987 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №820310019002875590 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 16.09.2019
- საქმე №130310519002794068 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №080310017002136987 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება