1. საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.
2. საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი,დამცავი
მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.
3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების
მოდერნიზაციისას
კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1009-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…საავტომობილო გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელიც ირიცხება გზების დეპარტამენტის ბალანსზე, შესაბამისად, აღნიშნული ბუნებრივი აირის გამტარი მილების განთავსება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული დეპარტამენტთან. მითითებული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე;
- საქმე №ას-691-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
…სარგებლობისათვის საავტომობილო გზებზე აკრძალულია საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება.,,საავტომობილო გზების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 21- ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება