1.
საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.
2.
საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ა)
მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ)
მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
გ)
საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;
დ)
თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები,რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;
ე)
საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-1058-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2021
ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა სრულად ამოვარდნილია სამართლებრივი კონტექსტიდან, რადგან „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.
- საქმე №ბს-1346-921(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2006
…მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ თბილისი-...-ი-სამადლოს გზის მე-7 კმ-დან მე-19 კმ-მდე გზის მონაკვეთი, გზის ხელოვნური ნაგებობებით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა დ....-ის გამგეობას. «საავტომობილო გზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მიხედვით სადავო ნაგებობა წარმოადგენს გზის შემადგენელ ნაწილს.
- საქმე №611210018002604678 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2019
სასამართლომ შენიშნა, რომ ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით.
- საქმე №020210018002360212 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2018
…გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 2.21. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით;
- საქმე №611210018002604678 · მარნეულის მაგისტრატი სასამართლო · 10.04.2019
შესაბამისად, ეს არგუმენტი გადამწყვეტი ვერ იქნება დავისთვის. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სკოლას, რომელიც დღეისათვის იქ ფუნქციონირებს. ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით.
- საქმე №020210018002360212 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 18.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება