1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
11. (ამოღებულია).
2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;
გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1018-სსმI, №24,1.08.2001წ., მუხ.96
საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2268-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.337
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-324(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2025
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა” და,,გ” ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს…
- საქმე №ბს-72(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა” და,,გ” ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს…
- საქმე №ბს-1388(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
…რომ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა- შენახვის სამუშაოებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა” და,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი…
- საქმე №ბს-82-275-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2003
დ-ემ ასევე მიუთითა «საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს ერთიან პოლიტიკას…
- საქმე №330310015001027746 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.02.2018
…და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად. იმავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა-შენახვის სამუშაოებს. ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა” და,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო გზების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება